ცნობილი ფსიქოლოგის, ვიქტორ ფრანკლის ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრების 5 წესი
- 04.04.2018
ვიქტორ ფრანკლი მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანი, ბრწყინვალე ფსიქოლოგი და ფსიქიატრი გახლდათ. გაეცანით მის მიერ შემუშავებულ ბედნიერი ცხოვრების 5 წესს.
1. ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ „მინდა“-ს, „შემიძლია“-ს და „საჭიროა“-ს ჰქონდეთ ერთი და იგივე შინაარსი
გადაწყვეტილებების მიღების დროს ადამიანი ხშირად იბნევა ამ სამ მიმართულებაში: საჭიროა, მაგრამ არ მინდა, მინდა, მაგრამ არ შემიძლია, და ა.შ. ის, რაც გინდათ, აუცილებლად უნდა იყოს თქვენი ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის საჭირო. და ის, რაც შეგიძლიათ, - ეს ძალაა, რომლითაც თქვენ ავსებთ და ამოძრავებთ ამ სისტემას. შეადგინეთ სია სამივე მიმართულებით და ასე დაამყარეთ წესრიგი საკუთარ ფასეულობათა სისტემაში.
2. უნარი გიყვარდეს და კარგად გადაიტანო მარტოობა - სულიერი მომწიფების მაჩვენებელია. ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ მაშინ, როცა მარტო ვართ...
სულიერად მომწიფებული ადამიანი მარტოობას საკუთარი თავის განვითარებისთვის იყენებს და აგროვებს ინფორმაციას, რომელსაც ურთიერთობებისას შეძლებს აჩუქოს სხვა ადამიანს. ურთიერთობის მთავარი ნაწილი ხომ - ეს არა მხოლოდ აიღო, არამედ გასცე კიდევაც სხვა ადამიანს ის, რამაც შეიძლება დააინტერესოს.
3. თუ თქვენ გინდათ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამ ადამიანისთვის ცხოვრობთ
თუ გინდათ ბედნიერი იყოთ, შეწყვიტეთ საკუთარი სიმართლის დამტკიცება. გამოდის, რომ სხვისი აზრი ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია თქვენსაზე, თუ მას ამდენ ძალისხმევას უთმობთ. თუ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, არ არის საჭირო ვინმესთვის რაღაცის მტკიცება.
4. გახდით წარმატებული, და ყველა შეურაცხყოფა თავისთავად გაქრება
ბევრ შეურაცხყოფას ვიღებთ საზოგადოებაში არარეალიზების გრძნობის გამო. ხანდახან წყენას ვიდებთ გულში და ვთვლით, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ეს წყენა მოგაყენათ. დაკავდით იმით, რაც მოგწონთ, და მიაღწიეთ სიმაღლეებს. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გაქრება თავისთავად ყველა შეურაცხყოფა.
5. თუ თავად არაფერს აკეთებთ, რანაირად შეიძლება თქვენი დახმარება?
ადამიანს, პირველ რიგში, განსაზღვრავს მისი ქმედებები. არავინ დაგეხმარებათ თუ უბრალოდ ივლით და ყველასთან ილაპარაკებთ იმის შესახებ, როგორი დიდი სურვილი გაქვთ დაწეროთ წიგნი. აი, როცა გაბედავთ და წაიღებთ ასლს გამომცემლობაში, ყოველთვის მოიძებნებიან მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც მზად იქნებიან დაგეხმარონ.
თემები: ბედნიერება, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, დაბრკოლებების გადალახვა, მიზანი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია