ფლირტი ადამიანის მოხიბვლის მთავარი გასაღებია და ამ ფაქტს არაერთი ფსიქოლოგიური კვლევა ამყარებს.
ფსიქოლოგებმა შესაბამისი კვლევის შედეგად შეისწავლეს ის, თუ როგორ იქცევიან ქალები ფლირტის დროს, როგორია მათი არავერბალური ენა და ქალების ფლირტის 11 მთავარი მეთოდი გამოავლინეს.
1. ტანის რხევა - არ აქვს მნიშვნელობა ფეხზე დგახართ, თუ ზიხართ, როცა საუბრის დროს ნაზად მოძრაობთ, ამით მსმენელს ხიბლავთ.
2. თვალის შევლება ყველაფრისთვის - ქალს შეუძლია ოთახში ისე მიმოიხედოს, ყველაფერს თვალი შეავლოს და თვალებში არავის შეხედოს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს ფლირტის ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია.
3. ხანმოკლე მზერა - თანამოსაუბრე იხიბლება, როდესაც ქალი თვალებში 2-3 წამით შეხედავს და შემდეგ მზერას სხვა საგანზე გადაიტანს.
4. თავის მოძრაობა - როცა ქალი ემოციურად მეტყველებს და თავსაც ამოძრავებს, ეს მას მომხიბვლელობას ჰმატებს.
5. ხანგრძლივი მზერა - ხანმოკლე მზერასთან ერთად მომხიბვლელობას ჰმატებს ქალს ხანგრძლივი მზერაც. თუ ის ადამიანს თვალებში 3 წამზე მეტხანს უყურებს, ამით თავის ინტერესს ამჟღავნებს.
6. თმაზე თამაში - როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს ხიბლავთ, როცა ხედავენ როგორ თამაშობს ქალი თმით და ეს ფლირტის კიდევ ერთი წარმატებული მეთოდია.
7. ღიმილი - ის, რაც ყველაზე მეტად ხიბლავთ ადამიანებს.
8. ინტერესის ობიექტთან სიახლოვე - ამ დროს ქალი ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს იყოს სხეულით თავისი ინტერესის ობიექტთან, მის გვერდით დაჯდეს, მის სიახლოვეს იტრიალოს.
9. ყელი - ფსიქოლოგები წერენ, რომ როცა ქალს ვინმე მოსწონს, ის ცდილობს ყელის სილამაზე წარმოაჩინოს და მისი მზერა უფრო ამაყია.
10. სიცილი - სიცილი ფლირტის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა ეს არ უნდა იყოს ზღვარსგადასული.
11. თავის დაქნევა - ჩვეულებრივ როცა ქალი მამაკაცს ესაუბრება, თანხმობის ნიშნად თავს ხრის.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, ფლირტი
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია