6 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ დაღლილობისას საკუთარი თავი გაამხნევოთ
- 11.04.2018
1. მცენარეული ნაყენები
ადამიანების უმეტესობა გასამხნევებლად ყავას სვამს, მაგრამ ეს ჯადოსნური სითხე ყველას არ აფხიზლებს. ყავის ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ გუარანის, ჟენშენის ან ელეუტეროკოკის ექსტრაქტი. ბუნებრივი სტიმულატორების მოქმედება 15-40 წუთში იწყება. გამოიყენეთ ეს დრო, რათა ჩათვლიმოთ ან დაისვენოთ მაინც, ამ შემთხვევაში სიმხნევე უფრო დიდხანს გაგყვებათ.
2. ჰორმონალური თერაპია - დოფამინი
თუ მოთენთილი და აპათიური ხართ, შესაძლებელია დოფამინის დეფიციტს განიცდით. მისი დონის აწევა შეიძლება B6 და L-ფენილალანინის შემცველი ბადებით (ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით). ასევე სადილისა და ვახშმის დროს მძიმე საკვები უნდა შეცვალოთ მსუბუქით, მცენარეულით (ავოკადო, ისპანახი, ბროკოლი), ხორცი - სოიოთი, რადგან ის შეიცავს თიროზინს (ამინომჟავას, რომელიც სინთეზირებას ახდენს დოფამინზე).
3. ჰორმონალური თერაპია - ადრენალინი
ადრენალინის გამოთავისუფლება სისხლში ენერგიის მკვეთრი ზრდის პროვოცირებას იწვევს. ჩვეულად ორგანიზმი ასე რეაგირებს სტრესსა და ხიფათზე. შიში - ეს სისხლში ადრენალინის დონის მომატების ყველაზე მარტივი ხერხია, რომელიც ახდენს ძალის მოზღავების პროვოცირებას. მაგრამ ეს ხერხი არ უხდება ყველა ადამიანს. სცადეთ ასეთი მეთოდი: დაჯექით სკამზე და დაწიეთ თავი რაც შეიძლება დაბლა 1-2 წუთით. ეს გაზრდის სისხლის გადინებას ტვინში.
4. სინათლე და სიცივე
იმისათვის რომ ჩვენმა ტვინმა იმუშაოს, მას უნდა შევუქმნათ საჭირო პირობები - კარგი, მკვეთრი განათება და სუფთა, გრილი ჰაერი. მაგრამ სინათლე უნდა იყოს ცივი, მოცისფრო ტონალობის. მეცნიერებმა დაამტკიცეს: ასეთი განათება კოფეინზე უკეთესად ამხნევებს. თბილი ტონალობის განათება კი, პირიქით, ღლის. შეიძინეთ ცივი ნათების დიოდური ნათურები და დააყენეთ ისინი სამუშაო ოთახში. ნათურები თბილი შუქით იდეალური იქნება საძინებლისთვის.
5. სუნთქვითი ვარჯიშები
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური სუნთქვის ვარჯიშია - კაპალაბჰატი. სიტყვა სიტყვით სანსკრიტიდან ითარგმნება როგორც „თავის ქალის გაწმენდა“. გამამხნევებელი ეფექტის გამო მას ასევე უწოდებენ „ცეცხლოვან სუნთქვას“. სუნთქვის ვარჯიშის შესრულების დეტალურ ინსტრუქციას მოიძიებთ ინტერნეტში.
6. მუსიკა
მეციერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ მუსიკას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ტვინის მუშაობაზე: ზედმეტად მელოდიური ამშვიდებს, ჩქარი და რიტმული კი - ღლის. მოუსმინეთ მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები ყურადღების კონცენტრაციისთვის, ბეთჰოვენს კი - დაძაბულობისა და აპათიის მოსახსნელად.
თემები: თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, პრობლემები, ჯანმრთელობა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>