2018 წლის ტრენდული ჯინსის შორტები, რომლებიც ყველა მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს
- 19.04.2018
ზაფხული შვებულების, დასვენების, ფესტივალების, მოგზაურობის, ზღვისა და გართობის სეზონია. წელიწადის ეს დრო, რომელიც ადამიანების დიდ ნაწილს გამორჩეულად უყვართ, სულ მალე დადგება და უკვე დროა მოვემზადოთ, გავაახლოთ გარდერობი, ვნახოთ სეზონის მთავარი ტენდენციები.
ზაფხული წარმოუდგენელია ჯინსის შორტების გარეშე. ამჯერად გავიგოთ, როგორი სტილის შორტებს გვთავაზობენ წელს დიზაინერები.
1. მაღალწელიანი შორტი, აკეცილი ბოლოთი.
2. მაღალწელიანი თეთრი ჯინსის შორტი.
3. ფოტოზე აღბეჭდილ შორტებს „დედიკოს შორტებს“ უწოდებენ და ის 2018 წლის ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.
4. მაღალწელიანი შორტი, დახეული ეფექტით.
5. ჯინსის შორტი არშიებით და დიდი ჯიბეებით. მსგავსი სტილი 90-იანი წლების მიწურულს იყო მოდური, თუმცა მაშინდელი შორტები შედარებით გრძელი იყო.
6. ნაცრისფერი, ძალიან მოკლე და მაღალწელიანი ჯინსის შორტი, რომელიც, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამავე ფერის ჯინსის ქურთუკს შეუსაბამოთ.
7. ღია ფერის ჯინსის მაღალწელიანი შორტი არშიებით.
8. შავი, ტანზე კარგად მომდგარი, მაღალწელიანი ჯინსის შორტი ღილებით.
9. თავისუფალი სტილის, ღია ფერის ჯინსის შორტი არშიებით.
10. ზაფხულს უხდება ფერადი სამოსი და შეგიძლიათ იყოთ ორიგინალურები, არჩევანი სხვადასხვა ფერის შორტებზე შეაჩეროთ. მათ შორის, ვარდისფერზე.
თემები: როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, ტანსაცმელი, 2018 წლის ტენდენციები, შორტი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია