1. კლასიკური ვარცხნილობა-პიქსი
როდესაც ტვიგი სტილის კერპს წარმოადგენდა, სიტყვა „პიქსი“ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, მაგრამ არსი დასახელების გამო არ იცვლება: ულტრამოკლე ვარცხნილობა ასიმეტრიული ბოლოებით - ეს ძალიან სექსუალური და მოდურია.
2. შეგი
ოდნავ გაწეწილი სხვადასხვა ზომის კულულები - ამ ვარცხნილობას უფლება აქვს, რომ მარადიულად ჩაითვალოს, იმიტომ რომ არ საჭიროებს საგულდაგულო დავარცხნას, უხდება თმის ნებისმიერ ტიპს და ერთნაირად კარგია როგორც გრძელ, ასევე მოკლე თმაზე.
3. მირეი მატიეს ვარცხნილობა
შავი თმა და გრძელი ჩოლკის უმწიკვლოდ სწორი ხაზი - ეს ვარცხნილობის ძირითადი ელემენტებია. თმის ძირითადი მასა შეიძლება შეიკრათ, ან უბრალოდ კარე შეიჭრათ.
4. ბობი
ეს უნივერსალური ვარცხნილობაა მოდიფიკაციის დიდი რაოდენობით. ძირითადი ხაზია - ნიკაპამდე შეჭრილი, ოდნავ მოუწესრიგებელი ასიმეტრიული ბოლოები და გვერდზე გაყოფილი თმა.
5. გადაპარსვა
ცხადია, ყველას არ უხდება, მაგრამ დემი მურის, სიგურნი უივერისა და ახლა უკვე კარა დელევინის წყალობით ვერავინ იტყვის, რომ ეს არ არის ქალური ვარცხნილობა. გარდა ამისა, თუ მრავალი წელია თმას იღებავთ ან ქიმიურად იხვევთ, კარგი საშუალებაა ყველაფერი თავიდან, ჯანმრთელი თმით დაიწყოთ.
6. უბრალოდ გრძელი თმა
იმიტომ რომ არაფერი არ არის იმაზე უფრო ბუნებრივი და ლამაზი, ვიდრე გრძელი, ჯანმრთელი და მოვლილი თმა.
7. ბუნებრივი კულულები
თუ ბუნებრივად ხუჭუჭა თმა გაქვთ, ყველაზე მოდური და სტილური ადამიანი ხართ, რადგან შეგიძლიათ იდეალური ვარცხნილობისთვის, - დაიბანოთ თმა და უბრალოდ ბუნებრივად გაიშროთ.
თემები: თმა, ტრენდი, ტრენდული ვარცხნილობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.cosmo.ru/">https://www.cosmo.ru/</a>