ადამიანების ნაწილს გვაქვს ისეთი მავნე ჩვევები, რომლებზეც დამოკიდებულები ვხდებით. არსებობს ბევრი პროდუქტი, ციფრული მოწყობილობები და სხვადასხვა საქმიანობა, რომლებზეც დამოკიდებულები ვართ. შესაძლოა, დამოკიდებული ვიყოთ შოკოლადზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე და ა.შ.
ზოგადად, რაიმეზე დამოკიდებულება, რაც უნდა იყოს ის, ცუდია. განსაკუთრებით მავნებელი კი, თამბაქოს მოწევაზე დამოკიდებულებაა. არსებობს უამრავი რამ, რაც ორგანიზმში იცვლება მაშინ, როცა თამბაქოს მოწევას იწყებთ და მაშინაც, როცა მოწევას თავს ანებებთ.
ვნახოთ, რა ხდება ორგანიზმში ამ დროს და რა სირთულეებთანაა დაკავშირება მოწევისთვის თავის დანებება?
1. სისხლის მიმოქცევა - მოწევისთვის თავის დანებების გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ბოლო ღერის მოწევიდან მხოლოდ 20 წუთის გასვლის შემდეგ, პულსი და სისხლის მიმოქცევა იწყებს ნორმალიზებას.
2. ჟანგბადი - მოწევისთვის თავის დანებებიდან 8 საათის შემდეგ, სისხლში ჟანგბადის დონე იზრდება.
3. გულის შეტევა - მოწევისთვის თავის დანებებიდან 24 საათის შემდეგ, მცირედით, მაგრამ მაინც, შემცირებულია გულის შეტევის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის სურვილი უფრო იზრდება და ამის გამო გაღიზიანებული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ორგანიზმი იწყებს გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან და ერთი დღის თავის დანებების შემდეგაც, უკვე სერიოზული ცვლილებებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
4. მგრძნობელობა - იზრდება ადამიანის მგრძნობელობა თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებებიდან 48 საათის შემდეგ. უმჯობესდება გემოს შეგრძნება. ნახავთ, რომ საკვები უფრო გემრიელია, ასევე გაგიუმჯობესდებათ სმენის ხარისხიც, ყნოსვა და მხედველობა.
5. ცირკულაცია - თამბაქოს მოწევის თავის დანებებიდან 2 კვირის შემდეგ, ორგანიზმში მნიშვნელოვნად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევის ხარისხი. აღმოაჩენთ, რომ უფრო მარტივად შეგიძლიათ შორ მანძილზე ფეხით გადაადგილება და მარტივად არ იღლებით. 30%-ით უმჯობესდება ფილტვების მუშაობის ხარისხი.
6. ფილტვები - მოწევისთვის თავის დანებებიდან 1-დან 9 თვემდე პერიოდში ორგანიზმი აგრძელებს ენერგიის აღდგენის პროცესს. უმჯობესდება ფილტვების მუშაობის ხარისხი, ხოლო ორგანიზმს უმუშავდება უნარი, უფრო მარტივად გაუმკლავდეს სხვადასხვა დაავადებებს.
7. ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობა - მოწევისთვის თავის დანებებიდან ერთი წლის შემდეგ, გულის დაავადებების გაჩენის რისკი ორჯერ უფრო ნაკლებია.
8. შემცირებული რისკები - მოწევისთვის თავის დანებებიდან 5 წლის შემდეგ, ყელისა და საყლაპავი მილის სიმსივნის გაჩენის რისკი 50%-ითაა შემცირებული. ასევე, შემცირებულია ფილტვის სიმსივნის გაჩენის რისკებიც.
9. ფილტვის სიმსივნე - მოწევისთვის თავის დანებებიდან 10 წლის შემდეგ, თქვენს ფილტვებზე სიმსივნის გაჩენის რისკი ზუსტად იგივე იქნება, როგორიცაა არამწველების შემთხვევაში.
10. დაბრუნება ნორმალურ რეჟიმში - მოწევისთვის თავის დანებებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, გულის შეტევის რისკი შემცირებულია და ის ზუსტად ისეთივეა, როგორც არამწველებში.
11. რთულად შესასრულებელი გრძელვადიანი გეგმა - ახლა იცით, თუ რა მოხდება წლების განმავლობაში და რომ თამბაქოსთვის თავის დანებება და ორგანიზმის გაჯანსაღების პროცესი გრძელვადიანია. თავში გიტრიალებთ, რომ ეს ძალიან რთული საქმე და რთულად შესასრულებელი გეგემაა.
12. მოწევის დაუოკებელი სურვილი - ეს სურვილი განსაკუთრებით თავს იჩენს მოწევისთვის თავის დანებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან ორი საათის შემდეგ.
13. გგონიათ, რომ გაგიჟდებით თამბაქოს მოწევის გარეშე - მოწევის წარმოუდგენელი სურვილი თავდაპირველად ნორმალურია. იგრძნობთ შფოთვას, მოუსვენრობას, გადაღლილობას. შესაძლოა, შეგექმნათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები, შეგეცვალოთ მადა.
14. სიმპტომები - მოწევისთვის თავის დანებებიდან სამი დღის შემდეგ, ნიკოტინი მთლიანად ტოვებს ორგანიზმს. ამიტომ, შესაძლოა შეგაწუხოთ თავის ტკივილმა, ოფლიანობამ, გულისრევის შეგრძნებამ. რთულია, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ მოტივაცია არ უნდა დაკარგოთ და არ უნდა დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ ეს სირთულეები მალე გაივლის.
15. მხარდაჭერა - თუ გიჭირთ შეინარჩუნოთ მოტივაცია, სთხოვეთ საყვარელ ადამიანს, მეგობარს ოჯახის წევრს დახმარება. ხშირად შეგახსენონ, რომ მარტო არ ხართ, რომ მხარს გიჭერენ, რომ შეგახსენონ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის მოწევაზე უარის თქმა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენ გარშემომყოფებს უთხრათ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, რათა არ გაუკვირდეთ, თუ რატომ შეგეცვალათ ხასიათი და რთულ მომენტებში თქვენი გაგება შეძლონ.
16. დროის გასვლის შემდეგ - ორგანიზმი და გარემო უფრო ჯანსაღი, თქვენი საყვარელი ადამიანები კი გაცილებით ბედნიერები იქნებიან თქვენ მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გამო. იგრძნობთ უფრო მეტ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ, იქნებით ჯანმრთელები და თან, საფულეში უფრო მეტი ფული გექნებათ.
თემები: ფსიქოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქალები, რჩევები, მავნე ჩვევები, სიგარეტი
<a href="https://www.providr.com">https://www.providr.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია