სილამაზე

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

ომბრე

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

თითქმის ყველამ მოსინჯა როგორია მკვეთრი გადასვლა თმის მუქი ძირებიდან ღია ბოლოებისკენ. რამდენიმე სეზონის უკან ეს ჯერ კიდევ აქტუალური იყო, მაგრამ 2018 წლის გაზაფხულზე უცნაურად გამოიყურება. უფრო აქტუალური და უწყინარი ალტერნატივაა - „სოფთ ომბრე“, ფერების რბილი გადასვლა ნატურალური ძირებიდან ოდნავ უფრო ღია ბოლოებისკენ.

მსხვილი მელირება

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

„საზამთროს ზოლების“ ეფექტი წელს არ არის აქტუალური, მითუმეტეს მკვეთრი კონტრასტით. ამის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მელირების თანამედროვე ტექნიკას, სადაც იყენებენ წვრილ ზოლებს და იქმნება ძალიან ლამაზი და მზის ათინათის ბუნებრივი ეფექტი. რა თქმა უნდა, გაღიავება ხდება არა უმეტეს 2-3 ტონით.

შეღებვა ერთ ტონში

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

სტანდარტული შეღებვა ერთ ფერში ახლა უკვე მოსაწყენად გამოიყურება და არანაირად არ გამოგარჩევთ. უფრო მოდური ვარიანტია - დაამატოთ სიღრმე ძირებში, სიგრძე კი დატოვოთ ოდნავ ღია ფერის. ეს ძალიან უხდება თხელ თმას, რადგან ვიზუალურად სძენს მოცულობას.

„ჭაღარა“ თმა

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

თუ მაინცდამაინც „რუხი“ ფერი გინდათ, შეიღებეთ „მეტალიკი“ ფოლადის ელფერებში. ამისთვის წინასწარ მოგიწევთ თმის გაიღიავება, შემდეგ კი შეიღებეთ სასურველ ტონში. თმის დაბანის დროს ასეთი ტონი ძალიან მალე კარგავს ფერს, ამიტომ ყოველთვის ხელთ გქონდეთ იასამნისფერი შამპუნი.

ბლონდის ცივი ტონები

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

ცივ ბლონდთან ყველაფერი რთულად არის. ჯერ ერთი, ის ძალიან ჭირვეულია და ბევრი წვალება მოგიწევთ, რათა არ მიიღოთ ყვითელი ტონი. მეორეც, ის ითხოვს იდეალურ სახის ფერს, და ამის გარდა მატებს ასაკს. ამ სეზონზე მოდაში დაბრუნდა თბილი ბლონდი. ლამაზი ხორბლისფერი ან თაფლისფერი ელფერის შენარჩუნება ბევრად იოლია. პრაქტიკულად ყველას უხდება და მომგებიანად ეხამება როგორც გარუჯულ, ასევე ფერმკრთალ კანს.

შეღებვა ნატურალური საღებავებით

თმის 6 ფერი, რომელიც 2018 წელს მოდაში აღარ არის

ხნასა და ბასმას დღემდე ბევრი „ქიმიური“ საღებავების უწყინარ შემცვლელად თვლის. მაგრამ ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ ბუნებრივი საღებავები თმაში გროვდება და შეუძლიათ რეაქციაში შევიდნენ ხელოვნური პიგმენტის მოლეკულებთან, რამაც შეიძლება უამრავი უსიამოვნება შეგიქმნათ. საუკეთესო ალტერნატივაა - თანამედროვე უამიაკო საღებავები, რომლის უსაფრთხოება თმის ჯანმრთელობისთვის დამტკიცებულია.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>