LIFE

როდის დგება ქორწინებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი? - კვლევის შედეგი

როდის დგება ქორწინებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი? - კვლევის შედეგი

ალბათ, ბევრი თქვენგანი ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქორწინების ყველაზე ბედნიერი ეტაპი პირველი წლებია, მაგრამ როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ეს მოსაზრება მცდარია.

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ყველაზე ბედნიერები ის წყვილები არიან, რომლებიც შეძლებენ ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში. ბედნიერებას პოულობენ ის წყვილები, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთობაში, გარკვეულწილად, რაღაცები მოითმინონ, ერთმანეთს დაუთმონ, გაუგონ, მხარი დაუჭირონ და შესაბამისად, უფრო დიდხანს იცხოვრონ ერთად.

დაქორწინებული წყვილები, რომლებიც ქორწინებაში არიან დიდი დროის განმავლობაში, ხედავენ, თუ როგორ იზრდება მათი ბედნიერების ხარისხი თანდათან. კვლევის მიხედვით, ქორწინება განსაკუთრებით ბედნიერი ხდება 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

როდის დგება ქორწინებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი? - კვლევის შედეგი

ოჯახური ბედნიერება არ უარესდება მაშინ, როცა დასაწყისიდანვე მეუღლეებს შორის სტაბილური კავშირია, როცა პარტნიორებს უყვართ ერთმანეთი და მზად არიან ყველა სიტუაციაში მხარდაჭერა აღმოუჩინონ ერთმანეთს.

„ჩვენი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახური ბედნიერების ხარისხი თანდათან იზრდება თანაცხოვრების წლების რაოდენობის ზრდასთან ერთად“,- განმარტავენ კვლევის ავტორები.

როდის დგება ქორწინებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი? - კვლევის შედეგი

კვლევა პენსილვანიაში ჩატარდა და მკვლევარები ქორწინების სტაბილურობას, ბედნიერების ხარისხს, სხვადასხვა წყვილების ურთიერთობაზე დაკვირვებით, 1980-დან 2000 წლამდე პერიოდში სწავლობდნენ.

გასაკვირი არაა ის, რომ წყვილები, რომლებიც განქორწინდნენ, ავლენდნენ ოჯახურ უთანხმოებას, ჰქონდათ ნაკლები საერთო ინტერესები, არ ესმოდათ ერთმანეთის.

როდის დგება ქორწინებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი? - კვლევის შედეგი

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მრავალწლიანი თანაცხოვრება წყვილებს უქმნით შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააღრმავონ ურთიერთობა. იყონ უფრო ახლოს ერთმანეთთან, ჰქონდეთ განსაკუთრებული სიახლოვე. მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეები ერთმანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხდებიან.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ისინი აკვირდებოდნენ 1980-2000 წლებში წყვილების ქორწინებებს და ამიტომ, კვლევის შედეგი თანამედროვე ქორწინებებს, შესაძლოა, გარკვეულწილად აცდენილი იყოს.

„თანამედროვე ცხოვრებაში განქორწინებები უფრო მეტადაა გახშირებული და თანდათან უფრო იშვიათი ხდება ხანგრძლივი თანაცხოვრება, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ის წყვილები, რომლებიც ახერხებენ, დიდხანს იყონ ერთად, როლმებიც ინარჩუნებენ ჯანსაღ ურთიერთობებს, წლების მატებასთან ერთად, უფრო ბედნიერები ხდებიან“, - ამბობენ მკვლევარები.