LIFE

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

1. ბიუროკრატია აღწევს მარაზმს

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

წარმოიდგინეთ, რომ შესვენება ან ნებისმიერი მოქმედება სამსახურში უნდა შეათანხმოთ სამსახურეობრივი წერილებით. ასეთ კომპანიაში შვებულების აღებაც კი პრობლემური იქნება. Forbes -ი ასეთ კომპანიებს კარიერული ზრდისთვის უვარგისს უწოდებს, ასე რომ, იქ დარჩენას აზრი არა აქვს.

2. არადელიკატური საკითხების დელიკატური განხილვა

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

თუ ფინანსური საკითხების დროს თქვენ გეუბნებიან, რომ არ არის სწორი ამის ხმამაღლა საუბარი, ეს დასაფიქრებელია. საკუთარი ხელფასის განხილვა უფროსთან და ობიექტური მიზეზებით მისი მომატების მოთხოვნა აბსოლუტურად ნორმალურია.

3. წვრილმანი ხარჯები

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

საბაზრო ურთიერთობები გულისხმობს, რომ სამსახური - ეს ის ადგილია, სადაც თქვენ გამოიმუშავებთ ფულს, და არა ხარჯავთ. თუ სამსახურში მუდმივად გიწევთ თუნდაც წვრილმანი ხარჯის გაწევა კომპანიის საჭიროებისთვის, რომელიც არ ანაზღაურდება ხელმძღავანელების მიერ, ესე იგი ეს ცუდი სამსახურია.

4. დაპირებულს სამი წელს რომ მუდმივად ელოდებით

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

დაწინაურების, ხელფასის მომატების, სამუშაო ადგილის გაუმჯობესებისა და სხვა მარადიული დაპირებები, რომელთა შესრულებაც უფროსების მხრიდან მუდმივად იწევს. ყველა ეს დაპირება არ ქმნის კარგ პირობებს სამსახურისთვის.

5. სამსახურეობრივად კი არა, მეგობრულად

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

როდესაც უფროსი თქვენი კარგი მეგობარია ან ძალიან კარგი ადამიანი, რთულია უარი უთხრათ პატარა თხოვნაზე: დაამთავროთ რაღაც საქმე, დარჩეთ სამსახურის შემდეგ ერთი საათით და ა.შ. თანდათან ეს სისტემატიური ხდება - და აი, უკვე ზედმეტ საათებს უფასოდ მუშაობთ.

6. ემოციური შანტაჟი

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

ხელმძღვანელთან ან კოლეგებთან ზედმეტად მეგობრულმა ურთიერთობებმა შეიძლება მიგიყვანოთ ასეთი ფრაზების გაჩენამდე: „გვღალატობ“, „ეს ზურგში დანაა“, „როგორ შეგიძლია ასე“. ემოციური ზეწოლის მსგავსი მეთოდები გვაიძულებენ უარი ვთქვათ საკუთარ გეგმებზე, მიზნებზე ან პრინციპებზეც კი. ისინი სწორედ მაშინ ჩნდებიან, როცა თქვენ იცავთ საკუთარ აზრს ან გადაწყვეტილებას.

7. ჩვენ თქვენთვის ვცდილობთ

7 რამ, რაც არ უნდა მოითმინოთ სამსახურში, თუ წარმატებული კარიერა გსურთ

თუ კადრების განყოფილება გითვლით ბიულეტინს, შვებულებას ან უქმე დღეებს როგორც საჩუქარს ხელმძღვანელობის მხრიდან, ეს დასაფიქრებელია. გახსოვდეთ, რომ თანამშრომელს გააჩნია კანონიერი უფლებები, და მათი შესრულება - ნორმაა, და არა უფროსის კეთილი ნება.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>