ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც სიმართლეს ყოველთვის პირდაპირ გეტყვიან
- 08.05.2018
1. ვერძი - ვერძი ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, გულწრფელად და გულღიად გამოხატავს გრძნობებსა და ემოციებს. ის თავდაჯერებულია და არ ეშინია საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარების. მას არ ეშინია ამაყად ისაუბროს იმის შესახებ, რისიც სჯერა. ვერძს არ ადარდებს, მოეწონებათ თუ არა მისი იდეა. მას არ ეშინია საკუთარი თავის გამოხატვის. ის პირდაპირ გეტყვით იმას, რასაც ფიქრობს.
2. ლომი - ეს ადამიანები ლიდერები არიან და ყოველთვის ხმამაღლა, მკაფიოდ და გარკვევით გადმოსცემენ აზრს, უზიარებენ სხვებს საკუთარ მოსაზრებას. თუ რაიმე არ მოსწონთ, არ მოგერიდებიან და პირდაპირ გეტყვიან. შესაძლოა, ცოტა უხეშად გამოუვიდეთ, მაგრამ პირფერობას ასეთ ქცევას ამჯობინებს.
3. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველანაირ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან. მათ უყვართ სიახლეები, ახალი გამოცდილების მიღება. უყვართ სხვა ადამიანების გაცინება, სხვებისთვის დადებითი განწყობის გადადება და მისი ერთ-ერთი მახასიათებელი სიმართლის პირდაპირ თქმაა. მშვილდოსანი ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას რომ დაუნდობელია.
მან იცის, რომ გული გეტკინებათ, მაგრამ აუცილებლად გეტყვით იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს. შესაძლოა, შემდეგ ინანოს კიდეც, მაგრამ ვერ მოისვენებს, სანამ სიმართლეს არ გეტყვით. მშვილდოსანს უყვარს გრძნობების თამამად გამოხატვა. თუ ვინმე უყვარს, მივა და პირდაპირ გაუმხელს გრძნობებს. ის ძალიან პირდაპირი ადამიანია. ცდილობს ყოველთვის იყოს პატიოსანი და გულწრფელი.
4. მერწყული - კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც პირფერობა არ სჩვევია. მერწყული ემოციურად, ხმამაღლა და გარკვევით გეტყვით იმას, რასაც ფიქრობს. არ დაგიმალავთ სიმართლეს. როცა არ მოსწონს თქვენი ქმედებები, გეჩხუბებათ და თავის აზრს საკითხთან დაკავშირებით მოურიდებლად, ყოველგვარი პირფერობის გარეშე გეტყვით. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თვალი აგიხილონ და არ ადარდებთ, რომ ამით გული გეტკინებათ.
მერწყული დათვურ სამსახურს არ გაგიწევთ, არ შეგიბრალებთ და პირდაპირ გეტყვით ყველაფერს. ის თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს სიმართლის თქმას. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანმა იცის, რომ შესაძლოა სიმართლის თქმის გამო გაწყენინოთ, დაგკარგოთ კიდეც, მაგრამ პირფერობას მაინც მწარე სიმართლის თქმას ამჯობინებს.
5. სასწორი - სასწორი აუცილებლად გეტყვით სიმართლეს, მაგრამ ამას ისეთი ფორმით გააკეთებს, რომ ნაწყენი არავინ დარჩება. ის საუკეთესო დიპლომატია, თუმცა თვალთმაქცობა არ სჩვევია. ყველაფერს პატიოსნად, საკუთარი პრინციპების დაცვით აკეთებს. მისი ერთ-ერთი პრინციპი კი, ტყუილზე უარის თქმაა.
თუ სასწორი მეგობარი გყავთ, უნდა გიხაროდეთ და დარწმუნებული იყოთ, რომ ის არასოდეს მოგატყუებთ და როცა არასწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ის დაგეხმარებათ სიტუაცია ისე დაგანახოთ, რომ გული არ გეტკინოთ.
თემები: ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, მშვილდოსანი, ძლიერი, ვერძი, მერწყული, ლომი, სასწორი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>