1. თევზები
ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან გარშემომყოფების გრძნობებს, ცდილობენ არავის აწყენინონ. ისინი ძალიან გულითადი პიროვნებები არიან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თევზებს არ შეუძლიათ გაბრაზება. როგორც წესი, ისინი თავშეკავებულად იქცევიან და თითქმის ყველასთან თავაზიანები არიან. თევზები მოთმინებით ეკიდებიან სხვის ნაკლოვანებებს და არ უყვართ ჭორაობა.
2. კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან კარგად გრძნობენ სხვა ადამიანების ემოციებს. უმეტესობა მათგანი - პოზიტიური და გულითადი ადამიანია, შეიძლება ცოტათი მორცხვი, მაგრამ კეთილი და მზრუნველი. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მზად არიან აიყვანონ მიტოვებული ლეკვი ან კნუტი. მათი ნდობა შეიძლება და ასევე შეგიძლიათ გაანდოთ მათ საიდუმლოებები.
3. მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ყველა ადამიანი ჰგონიათ კეთილი და წესიერი, სანამ ისინი საპირისპიროს არ დაუმტკიცებენ. მშვილდოსნები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ გაჭირვებულს - იქნება ეს ფული, რჩევა, თუ კეთილი სიტყვა. მშვილდოსნები ყველაზე კარგი მეგობრები არიან. ისინი მზად არიან განუსაზღვრელი მსხვერპლი გაიღონ ახლობლებისა და მეგობრების გამო, და არაფერს არ ითხოვენ სანაცვლოდ.
4. მერწყული
მერწყულები - კეთილმოსურნე ადამიანები არიან. ისინი ადვილად მიდიან კონტაქტზე და პოულობენ ახალ მეგობრებს. მეგობრები ძალიან აფასებენ მერწყულის სიკეთესა და მგრძნობიარობას. ისინი თავისუფლად ურთიერთობენ ნებისმიერი სოციალური სტატუსის ადამიანებთან. მერწყულებს არ უყვართ ჭორების გავრცელება. ისინი მზად არიან ნებისმიერს დაეხმარონ, ვინც მათ სთხოვს ამის შესახებ.
5. ლომი
ლომებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ისინი შეიძლება ცოტათი პატივმოყვარეებიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ლომები - კეთილი და გულისხმიერი პიროვნებები არიან. ლომი მზად არის დაეხმაროს გაჭირვებულს, გამოამჟღავნოს გულუხვობა. დახმარების სანაცვლოდ კი სურს მოისმინოს მადლიერების სიტყვები. ნუ დაგენანებათ მათთვის კომპლიმენტები, ნუ მოგერიდებათ შეაქოთ მათი გულუხვობა, და ლომი მთვარეს მოწყვეტს თქვენთვის ციდან.
თემები: ზოდიაქო, ჰოროსკოპი, მშვილდოსანი, თევზები, მერწყული, ლომი, კირჩხიბი
<a href="https://lifter.com.ua/">https://lifter.com.ua/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია