სილამაზე

მაიამელი ქალების სილამაზის საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელები და სექსუალურები იყოთ

მაიამელი ქალების სილამაზის საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელები და სექსუალურები იყოთ

მაიამი - ეს არის ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროებითა და იქ მცხოვრები მომხიბვლელი ადამიანებით. მაიამელი ქალები გამორჩეულები არიან იმით, რომ ისინი ყოველთვის გამოიყურებიან მიმზიდველად და სექსუალურად.

მაიამელი ქალების სილამაზის საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელები და სექსუალურები იყოთ

მაიამის ქუჩები სავსეა ლამაზი და მომხიბვლელი ქალებით.

რა არის მათი სილამაზის საიდუმლო, როგორ ახერხებენ იყონ მუდმივად ფორმაში, რა განსაკუთრებული რეცეპტები აქვთ, როგორ უვლიან თმას, კანს, როგორი მაკიაჟის გაკეთებას ანიჭებენ უპირატესობას?

Harpers Bazaar-მა გადაწყვიტა თავად მაიამელი ქალებისგან გაეგო მათი სილამაზის საიდუმლო და გამოკითხვა ჩაატარა. მათი პასუხები არ იყო ერთფეროვანი.

მაიამელი ქალების სილამაზის საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელები და სექსუალურები იყოთ

ისინი ამბობენ, რომ საკურორტო ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალგამძლე მაკიაჟი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნდებათ.

მაიამელი ქალების სილამაზის საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელები და სექსუალურები იყოთ

„გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი კანის დამატენიანებელი საშუალება. ის დაგეხმარებათ, რომ კანი ჯანსაღად გამოყურებოდეს და არ ჰქონდეს მოწყენილი იერი“, - ამბობს ლინდსი.

„მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი. გარდა იმისა, რომ ის კანს დაატენიანებს, ასევე ენერგიას შეგმატებთ. ენერგიული ადამიანი კი, ყოველთვის მომხივლელად გამოიყურება“, - ამბობს ამანდა გამოცემასთან საუბრისას.

„კარგია, თუ გრძელი თმა გაქვთ. დაიხვიეთ თმა და წადით სანაპიროზე, ეს მარტივი ვარცხნილობა ძალიან სექსუალურია“, - ასე ფიქრობს ამ ქალაქის კიდევ ერთი მცხოვრები, ემი.

მაიამელი ქალების სილამაზის საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელები და სექსუალურები იყოთ

გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ მაიამიში მცხოვრები ადამიანები თავისუფლები და ბედნიერები არიან, რაც მათ მომხიბვლელობას განაპირობებს.

„თავისუფლება, ბედნიერების განცდა, შესანიშნავი ამინდი, მზე, ოკეანე და ქვიშა განაპირობებს აქ მცხოვრებთა განსაკუთრებულ მომხიბვლელობას“, - ამბობს სენდი.

მაიამელი ქალების სილამაზის საიდუმლო - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მუდამ მომხიბვლელები და სექსუალურები იყოთ

„მაიამელი ქალების და ზოგადად, ქალების სილამაზეს, მომხიბვლელობასა და სექსუალურობას განაპირობებს მათი თავდაჯერებულობა. მთავარია, გჯეროდეთ, რომ მომხიბვლელები ხართ“, - ამბობს მაიამელი ჯესი.

ასე რომ, როგორც ვხედავთ, არც ისე რთულია იყოთ მომხიბვლელი. ამისთვის მთავარია გიყვარდეთ საკუთარი თავი, იზრუნოთ მასზე, მოუაროთ და იყოთ თავდაჯერებულები. როგორც მაიამელები ამბობენ, თავდაჯერებული ქალი ყველაზე სექსუალურია.



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>