სილამაზე

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

1. მიაქციეთ ყურადღება კუჭ-ნაწლავის მდგომარეობას

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

კუჭ-ნაწლავი საათივით უნდა მუშაობდეს. სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული თქვენი ჯანმრთელობა და სილამაზე. როგორ მიაღწიოთ ამას? - სრულფასოვნად და დაბალანსებულად უნდა იკვებოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს, სუფთა წყალს, სალათებსა და ფაფებს, დილას დალიეთ გვირილის ჩაი. მოერიდეთ ცომეულსა და შოკოლადს.

2. სრულფასოვანი ძილი - თქვენი სილამაზის საწინდარია

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

უძილობა ნეგატიურად აისახება კანისა და თმის მდგომარეობაზე. ძილს დაუთმეთ არა ნაკლებ 8 საათი. სრულფასოვანი ძილი საჭიროა როგორც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, ასევე მეხსიერების გასაწმენდად ზედმეტი ინფორმაციისგან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გროვდება.

3. ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

ოფისში გატარებული მთელი დღის შემდეგ, ეცადეთ რამდენიმე გაჩერება მაინც გაიაროთ ფეხით. დღის განმავლობაში ხშირად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ზამთარში. უქმე დღეებში გაისეირნეთ პარკში ან ქალაქგარეთ. ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ აბაზანის პროცედურები.

4. გახსოვდეთ ვიტამინების შესახებ

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

ზამთარში ვიტამინების დეფიციტი აინაზღაურეთ ჩირის დახმარებით. ჩირისგან მოხარშეთ კომპოტები, დილაობით მიიღეთ შვრიის ფაფა კურაგითა და ქიშმიშით, რეგულარულად დალიეთ ასკილის ნაყენი. ეს გახლავთ იმ პროდუქტების სია, რომლებიც ყოველთვის უნდა იყოს იმ ადამიანის რაციონში, რომელიც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.

5. შინაგანი განწყობა

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

უარყოფითი ემოციები აისახება ჯანმრთელობაზეც, და სახეზეც, ისინი იწვევენ სწრაფ დაბერებას. რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ, არ შეგშურდეთ სხვისი, დაკავდით საინტერესო საქმით, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

6. გახსოვდეთ: ქალის ასაკს ამხელს მისი კისერი და ხელები

6 ოქროს წესი ქალებისგან, რომლებიც 50 წლის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან

ნუ დაგავიწყდებათ ხელების მოვლა, ისინი - თქვენი სავიზიტო ბარათია, ისევე როგორც კისერი. კანი ამ უბნებში ბევრად უფრო მგრძნობიარეა, ის უფრო მეტად ზიანდება ტემპერატურის ცვალებადობისა და დაუცველობისგან, ვიდრე სახის კანი, რომელიც დაფარულია დამცავი და ტონალური კრემებით.



<a href="https://lifter.com">https://lifter.com</a>