როგორ უნდა შეუწყოთ ხელი დებსა და ძმებს შორის მეგობრობას - რჩევები მშობლებს
- 18.05.2018
სპეციალისტები გამოყოფენ ოჯახში ბაშვების კონფლიქტების 4 მიზეზს: ბავშვის დაუსაქმებლობა, ბრძოლა მშობლების ყურადღებისთვის, ყოფითი პრობლემები და დაგროვილი წყენა.
1. თითოეულ ბავშვს გამოუყავით ინდივიდუალური - მშობლის დრო
პირობითი საათი, როდესაც მშობლის მთელი ყურადღება მხოლოდ ამ ბავშვს ეთმობა. ეს შეიძლება იყოს ერთობლივი საქმე (გასეირნება ან კითხვა) ან უბრალოდ გულითადი საუბარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი შვილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს დრო, როცა ოჯახში ერთადერთი იყო და მთელი ყურადღება მხოლოდ მისკენ იყო მიმართული.
2. თითოეული ბავშვისთვის მოაწყეთ პირადი სივრცე
თითოეულ ბავშვს პირადი სივრცე უნდა ჰქონდეს სახლში. თუ არ არის საშუალება მიუჩინოთ მათ სხვადასხვა ოთახები, პირობითად გაყავით საბავშვო ოთახი პატარა მფლობელებზე. ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი საწოლი, თარო კარადაში, მაგიდის ნაწილი და ჭურჭელი.
3. ნუ შეადარებთ ერთმანეთს
არასოდეს შეადაროთ ერთმანეთს ბავშვები, და ასევე სხვა ბავშვებს. გამოიყენეთ მხოლოდ თხრობითი ტონი: „ლუკა მშვენივრად ცეკვავს. ანა კარგად მღერის“. ამ ორ მტკიცებებს შორის არავითარი არ იხმაროთ სიტყვა, „სამაგიეროდ“... ეს აუფასურებს ორივე ბავშვის მცდელობებსა და დამსახურებებს.
4. ნუ აქცევთ უფროს ბავშვს უმცროსის ძიძად
ბავშვის აღზრდა - მშობლების მოვალეობაა. უფროსი შვილები არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ თქვენ ისევ გადაწყვიტეთ შვილების ყოლა და ვერ გათვალეთ საკუთარი ძალები. თუ განსხვავება შვილებს შორის 12 წელზე მეტია, მაშინ უფროსს შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ მხოლოდ მოლაპარაკების მიხედვით: კონკრეტულ დროს და „გადასახადით“. „გადასახადი“ შეიძლება ნებისმიერი იყოს: ნანატრი საჩუქარი, სასურველი გართობა ან რაიმე სხვა მსგავსი.
5. დაასაქმეთ ბავშვები
ხშირად ბავშვებს შორის ჩხუბისა და კამათის მიზეზი ბანალული მოწყენილობა ხდება. ამიტომ ხანდახან თქვენგან დროულად მიწოდებულმა საინტერესო გართობის იდეამ შეიძლება გაანელოს ვნებები.
6. იყავით სამართლიანი
არ დაიკავოთ რომელიმეს მხარე და ნუ ეცდებით გაარკვიოთ, პირველმა ვინ დაიწყო კონფლიქტი. არ ღირს ორივე ბავშვის დასჯა კონფლიქტებში, თუ არ არსებობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე. ყველა დანარჩენ სიტუაციაში უკეთესია შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი. მიიღეთ და გაიგეთ ორივე ბავშვის გრძნობები და შეხედულებები, დაეხმარეთ მათ ერთმანეთთან მიიტანონ ისინი. არ ჩადოთ ოჯახის ყველა ბიუჯეტი ერთ ბავშვში.
თემები: ოჯახი, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები, და-ძმები
<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია