ზაფხულის ყველაზე მოდური ვარცხნილობა - 5 ნაბიჯი იმისათვის, რომ დამოუკიდებლად გაიკეთოთ „თევზის კუდი“
- 18.05.2018
ამ ვარცხნილობას უამრავი ღირსება აქვს: ის ადვილად კეთდება, შესაფერისია როგორც ყოველდღიურობაში, ასევე წვეულებისთვის. გარდა ამისა, ის მოუწესრიგებელ ვარიანტში უფრო ეფექტურადაც კი გამოიყურება...
სანამ დაიწყებთ ვარცხნილობის გაკეთებას, დაიბანეთ თავი შამპუნით მოცულობისთვის, რათა თმა გაფუებული იყოს. ფენით გაშრობამდე კი თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე დაიტანეთ მუსი.
1. იმისათვის რომ ადვილად გაუმკლავდეთ თმას, შეკარით ის კუდში და დაამაგრეთ რეზინით, ისე, რომ შეძლოთ დასრულების შემდეგ სწრაფად მოიხსნათ. თუ გინდათ, დაიტოვეთ რეზინი და დამალეთ თმის კულულით.
2. გაყავით კუდი ორ თანაბარ ნაწილად და თითოეული ნაწილი დაკავეთ სხვადასსხვა ხელში.
3. ახლა დაიწყეთ თითო-თითო წვრილი კულულის გადადება მარჯვენა ნაწილიდან მარცხენაში და პირიქით, მოძრაობების შენაცვლებით.
4. როცა ჩახვალთ ბოლოში, დატოვეთ პატარა თავისუფალი კუდი და შეიკარით ნაწნავი რეზინით (სასურველია, რომ ის იყოს გამჭირვალე).
5. იმისათვის, რომ ნაწნავი უფრო მსხვილი გამოჩნდეს, ოდნავ მოქაჩეთ გვერდებიდან. შეიძლება ასევე ოდნავ ამოიღოთ თითო-ოროლა კულული, რათა სპეციალურად მოუწესრიგებლად გამოიყურებოდეს. ან, პირიქით, მჭიდროდ დაიწანით და ზემოდან გადაუსვით სპეციალური გელი, რომ არცერთი ღერი არ ამოვიდეს.
ცნობილი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ერთ „თევზის კუდს“, რომელსაც კეფაზე იწნავენ. მაგრამ ორი ნაწნავიც ძალიან ეფექტურია.
თემები: თმა, სტილი, ქალი, რჩევები ქალებს, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.cosmo.ru/">https://www.cosmo.ru/</a>