რა ანიჭებს თმას ფერს?
თმის ზრდა და ფერი დამოკიდებულია თმის ფოლიკულის, უფრო სწორად მელანოციტების უჯრედებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ მელანინს, რაც თმის სტრუქტურასა და ხარისხს განსაზღვრავს. ასაკთან ერთად ან სხვა მიზეზების გამო, მელანინის აქტივობა მცირდება და ასე იწყება ძირებიდან ჭაღარა თმის ზრდა. განსაკუთრებულად აჩქარებს პროცესს ნერვიულობა.
მიზეზები, რომლებსაც შეუძლია ჭაღარის გაჩენის პროვოცირება
1. გენეტიკური ფაქტორი
2. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
3. B-ჯგუფის ვიტამინების უკმარისობა და რკინის დეფიციტი
4. არასრულფასოვანი კვება, ასევე იმ პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შეიცავს შაქრის, ფქვილის, მარილის, საღებავების დიდ რაოდენობას
5. მოწევა
მითები ჭაღარაზე
თუ ერთ ღერს მოიგლეჯთ, ექვსი ახალი ჭაღარა ამოვა? - ჭაღარა თმის რაოდენობა ამის გამო არ მოიმატებს, პირიქით, შეიძლება შემცირდეს კიდეც.
იცვლება თუ არა ჭაღარა თმის სტრუქტურა? - ის შეიძლება გახდეს უფრო წვრილი. ბევრი ჩივილი, რომელიც დაკავშირებულია თმის სიმშრალისა და გაუხეშების მომატებასთან, წარმოადგენს მხოლოდ თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის შემცირების შედეგს.
ჭაღარა თმა რუხი ფერისაა - ეს არ არის მართალი, სინამდვილეში ჭაღარა თმა გამჭირვალეა. მელანინის აქტივობის შემცირებისას მას შეიძლება მოყვითალო ფერიც კი გადაჰკრავდეს. რუხი ფერის ჭაღარა მხოლოდ ოპტიკური ილუზიის გამო ჩანს.
როგორ დავამარცხოთ ჭაღარა
შეცვალეთ კვების რაციონი და ჩართეთ მასში ბოსტნეული, ხილი და პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ვიტამინით B12 (თევზი, რძე, ხაჭო, კვერცხი, ქათამი), B9 (ბრინჯი, ლობიო, ოსპი), სპილენძითა და რკინით (კეშიუ, ღვიძლი, ნუში). ცილისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა დაეხმარება არა მხოლოდ თქვენს თმას, არამედ სხეულსაც, რომ შეინარჩუნოს ფორმა.
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან და ჩაიტარეთ ორგანიზმის გამოკვლევა, კერძოდ ფარისებრი ჯირკვლის. გაიკეთეთ თავის ქალის მასაჟი, რაც უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევას ფოლიკულებში და აქედან გამომდინარე გააუმჯობესებს მათ კვებას. გაიკეთეთ მოდური ვარცხნილობა. მოკლედ შეჭრილი თმა ყოველთვის კარგად გამოიყურება, მათი მოვლა ადვილია და ისინი უკეთესად ინარჩუნებენ ფორმას. კიდევ ერთი იდეალური ვარიანტია - კარე, რომელიც თითქმის ყველა სახის ტიპს უხდება.
რეგულარულად გაიკეთეთ ნატურალური ნიღბები, რომლებიც კვებავენ კანს და ააქტიურებენ ცვლის პროცესებს.
ნიღაბი
გადაურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი და ½ ლიმონის წვენი. დატოვეთ ნარევი 10 წუთით, შემდეგ ბამბის ტამპონით წაისვით თმაზე და ძირებში, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ჩამოიბანეთ 20-30 წუთის შემდეგ.
თემები: თმა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, ჭაღარა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია