10 ყველაზე მოდური კომბინიზონი - 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი
- 30.05.2018
ზაფხულის ცხელ დღეებში მნიშვნელოვანია თავი კომფორტულად იგრძნოთ, ამავდროულად, მოდურ გოგონებს სურთ, რომ არ ჩამორჩნენ მთავარ ტენდენციებს და სექსუალურადაც გამოიყურებოდნენ.
2018 წლის ზაფხულში განსაკუთრებით ტრენდულია კომბინიზონები და თან ისეთი, რომლებიც თქვენს ვიზუალს უფრო სექსუალურ ელფერს მისცემენ. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მოდურ კომბინიზონს.
1. თეთრი კომბინიზონი, რომელშიც ხაზგასმულია სხეულის ფორმები - ქამარი სამოსის მთავარი დეტალია.
2. წელში გამოყვანილი კომბინიზონი არშიებით - ზოგადად,არშიები წელს ყველანაირ სამოსზე შეგხვდებათ, რადგანაც ის წლის მთავარი ტენდენციაა.
3. მხრებზე მოშიშვლებული, მაქმანებით გაფორმებული, ნაზი ქსოვილის კომბინიზონი, რომელიც ქალურ და სექსუალურ იერს მოგცემთ.
4. თავისუფალი სტილის კომბინიზონი ღრმა დეკოლტით.
5. მხრებზე მოშიშვლებული, არშიებით გაფომრებული შავი, მოკლე კომბინიზონი - მიუხედავად იმისა, რომ ის მოკლეა, კლასიკური სამოსია და თამამად შეგიძლიათ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად პომპეზურ წვეულებებზე ჩაიცვათ.
6. წითელი, წელში გამოყვანილი და მაქმანებით გაფორმებული კომბინიზონი - ეს სამოსი შედარებით მოკრძალებულია, ვინაიდან დეკოლტე არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ვიზუალს უფრო სექსუალურს ხდის.
7. შავ-თეთრი პრინტის კლასიკური სტილის კომბინიზონი, რომელიც მკერდს უსვამს ხაზს.
8. ტანზე კარგად მომდგარი და დეკოლტე კომბინიზონი გოგონებისთვის, რომლებსაც მოსწონთ სხეულის ფორმებზე ხაზგასმა.
9. კომბინიზონი, რომელში ერთი მხარი ჩანს - ის შავ-თეთრი არშიითაა გაფორმებული და ქალს სადღესასწაულო იერს ჰმატებს.
10. შავი, კლასიკური სტილის კომბინიზონი - მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთ სამოსში ქალის ვიზუალი სრულყოფილია.
თემები: სტილი, ტრენდი, 2018 წლის ტენდენციები, კომბინიზონი
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია