დარიშხანი, საპარსი და ცვილი - სახიფათო ინტიმური ეპილაცია, რომელიც დრომ დაამარცხა
- 30.05.2018
უძველესი სამყარო: სახიფათო ეპილაცია
ეგვიპტელები თმას მთელი სხეულიდან იშორებდნენ, ამისათვსის კი ეპილაციის საშინელ ხერხებს იყენებენ: ადამიანები პირამიდების ქვეყნიდან დახმარებისთვის მიმართავდნენ დარიშხანსა და ჩაუმქრალ კირს. ღირს კი იმაზე საუბარი, რომ ასეთი მეთოდები არავის არ ანიჭებდნენ არც სილამაზეს, და არც ჯანმრთელობას. მაგრამ თმის მოშორებას აუცილებლობა მოითხოვდა: ადამიანებს ძალიან ეშინოდათ ტილებისა და ტკიპების (უთმო კანზე კი ისინი არ ჩნდებოდნენ).
შუა საუკუნეები: „წმინდა“ ინკვიზიცია
იმ დროს, როცა კათოლიკურ ქვეყნებში „ალქაჯებზე ნადირობა“ მძვინვარებდა, ეპილაციის საკითხი ბევრი ქალისთვის გადამწყვეტი გახდა: საქმე იმაშია, რომ „ეშმაკის ბეჭედი“, მონადირეების აზრით, ინტიმურ ზონაში იკეთებდა ბუდეს. ამიტომ, ქალი რომ ჯადოქრობაში არ დაედანაშაულებინათ, ის უნდა მთლიანად განთავისუფლებულიყო თმისგან და დაემტკიცებინა, რომ ის ჯადოქარი არ არის.
რეალურად ეპილაცია წარმოადგენდა ქალებისთვის დამამცირებელ პროცესს, და არა მამაკაცების მოხიბვლის საშუალებას. თმის მოცილების საშუალებად იყენებდნენ ბასრ დანის პირებს, რომლებიც ხშირად აზიანებდა სხეულს.
მეფე-მზე და „ქალები-გოგონები“
სწორედ საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XΙV მმართველობის დროს გადაიქცა ეპილაცია ნამდვილ ესთეტიკურ ბუმად. მდიდარ ქალებს შეეძლოთ ესარგებლათ ეპილაციის „პრემიალური“ ხერხით - ცვილით. ქალები ღარიბი ფენიდან კი იყენებდნენ დანის პირს ან პემზას, რომლებიც კანის საშინელ ანთებას იწვევდნენ.
მე-19 საუკუნე - ბუნებრიობა
მე-19 საუკუნის დასაწყისში, თმის მოცილების საშინელი და ხშირად დამამცირებელი პროცედურების შემდეგ, ქალები, როგორც იქნა, დაკმაყოფილდნენ იმით, რითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა. ეპილაცია აღარ იყო აუცილებელი, პირიქით, სამარცხვინოც კი გახდა: მე-19 საუკუნის დასაწყისიდან თმას ინტიმურ ზონაში მხოლოდ სექსუალური მუშაკები იშორებდნენ.
სექსუალური რევოლუცია: ეპილაცია როგორც ხელოვნება
1960-იან წლებში შეიცვალა ფასეულობები, ქცევის ნორმები და სექსუალურობა აღარ წარმოადგენდა ტაბუირებულ თემას საზოგადოებაში. ქალებმა დაიწყეს ბიკინის ზონის მოვლა, მაგრამ თმას არ იშორებდნენ, მხოლოდ უვლიდნენ. მაგალითად, იჭრიდნენ მაკრატლით... ყველაფერი 90-იან წლები შეიცვალა. სექსი სრულიად ყველგან იყო: კინოში, მუსიკალურ კლიპებში, რეკლამებში. მთლიანად გაპარსული ინტიმური ზონა, ნახატები, წვრილი ზოლი - ეპილაცია ხელოვნებად იქცა.
21-ე საუკუნე - თავისუფლება თმას!
მოდის სამყაროში გლობალური ცვლილებებია: ქალები მთელ მსოფლიოში უარს ამბობენ ეპილაციაზე, და ამით ამტკიცებენ საკუთარ უფლებას იყვნენ ისეთები, როგორებიც შეგვქმნა ბუნებამ. სულ უფრო ხშირად აქვეყნებენ ისინი ფოტოებს ფოტოშოპისა და ეპილაციის გარეშე.
ახლა ეპილაცია გახდა არჩევანის საკითხი, და არა მოთხოვნა, მამაკაცის ახირება ან მოდური ტენდენცია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის, რა აიძულებს ქალს იგრძნოს თავი თავდაჯერებულად და მიმზიდველად. პირველ რიგში, თავად მისთვის.
თემები: ინტიმური ურთიერთობა, თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, ინტიმური, ეპილაცია
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია