1. მშვილდოსანი - რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ეს გამორჩეულად მხიარული ნატურის მქონე ადამიანები იკავებენ. მშვილდოსანმა იცის, რომ მნიშვნელოვანია სპონტანურობა და რომ სპონტანურება ადამიანს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ის ყოველთვის ოპტიმისტი და ბედნიერია. როცა გრძნობს რომ მოწყენილია, ცდილობს რამე ახალი გააკეთოს, ახალი მეგობრები შეიძინოს და ცხოვრებას სიახლე შემატოს.
მშვილდოსანი, უმეტეს შემთხვევაში, კარგ ხასიათზეა, რადგანაც მას უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლია, რატომ უნდა იყოს მოწყენილი?! მას არ აქვს ამისთვის მიზეზი. თუ ხედავს, რომ რაღაც საქმე არ გამოდის, თუ ხედავს, რომ ვინმესთან თავს კომფორტულად არ გრძნობს ცვლის ცხოვრებას და ცხოვრობს ისე, რომ ბედნიერი და შესაბამისად, მხიარული იყოს.
2. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, რომ არაფერზე იდარდონ და ცხოვრების რთულ მომენტებში სიმშვიდე შეინარჩუნონ. ისინი გრძნობენ როდის დგება ცვლილების დრო და სანამ სიტუაცია გართულდება, მანამდე ცვლიან ყველაფერს, ამის გამო უმეტეს შემთხვევაში ვერძი კარგ ხასიათზეა. ცდილობს, თავი აარიდოს ყოველგვარ ნეგატივს.
3. ლომი - რეინტინგში ლომები მესამე ადგილს იკავებენ. მას უნიკალური უნარი აქვს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი იპოვნოს რაიმე ისეთი, რაც გაახალისებს. შეუძლია გონება მხოლოდ პოზიტივისკენ მიმართოს. ლომს შეუძლია ჩვეულებრივი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციოს. არის შემთხვევები, როცა ლომი ცუდ ხასიათზეა, მაგრამ არ სჩევევია ცუდი განწყობის სხვებისთვის გადადება. მიუხედავად ყველაფრისა, მას შეუძლია გაგიღიმოთ და პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენოთ.
4. სასწორი - სასწორს არ სჭირდება ბედნიერებისთვის დიადი მიზნების მიღწევა. ის დეტალებში პოულობს ბედნიერებას, ამიტომაც ხშირადაა კარგ განწყობაზე. თუ მოწყენილია, შეუძლია წავიდეს და საკუთარი თავისთვის ყვავილების თაიგული იყიდოს. მას ესეც კი კარგ განწყობაზე აყენებს. მან იცის, რომ ვიღაც შეიძლება მასზე უფრო რთულ სიტუაცაიაში იყოს, ამიტომაც არ აძლევს თავს დარდისა და წუწუნის უფლებას.
5. ტყუპები - რეიტინგში ტყუპები მეხუთე ადგილს იკავებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებში ორი აბსოლუტურად განსხვავებული ნატურა ცხოვრობს -ერთი - მელანქოლიური და სევდიანი და მეორე - ძალიან მხიარული. კარგი ის არის, რომ უმეტესწილად მხიარული ნატურა სძლევს და ნეგატივს არ აძლევს ცხოვრების გართულების საშუალებას. ტყუპებს აქვთ უნარი, რომ გარემო უფრო ბედნიერი გახადონ და გარშემომყოფებიც გააბედნიერონ.
თემები: ზოდიაქო, ჰოროსკოპი, მშვილდოსანი, ტყუპები, ვერძი, ლომი, სასწორი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია