SEX

5 მიზეზი - რატომ აღარ უნდება ქალს საყვარელს ადამიანთან სექსი?

5 მიზეზი - რატომ აღარ უნდება ქალს საყვარელს ადამიანთან სექსი?

ქორწინებაში არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ქალს საყვარელ მამაკაცთან სექსის სურვილი უქრება. ასეთ დროს აუცილებელია თერაპევტთან, ფსიქოლოგთან ვიზიტი.

თუმცა სანამ ფსიქოლოგთან წახვალთ, წარმოგიდგენთ 5 მიზეზს - რა იწვევს რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქალის მხრიდან პარტნიორისადმი სექსუალური მიზიდულობის დაკარგვას.

1. სექსის სურვილი ქრება მაშინ, თუ გაბრაზებული ხართ პარტნიორზე - ვის სურს სექსით დაკავდეს იმ ადამიანთან, რომელზეც საშინლად გაბრაზებულია?! პრობლემის სირთულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაბრაზებული ხართ, რამდენ ხანს გრძელდება ეს სიბრაზე. 

5 მიზეზი - რატომ აღარ უნდება ქალს საყვარელს ადამიანთან სექსი?

თუ სიბრაზის დამარცხება, პრობლემის მოგვარება მეუღლესთან კომუნიკაციით არ გამოგდით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს. სიბრაზე მხოლოდ სექსუალურ ცხოვრებაზე კი არ ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ ჯანმრთელობაზე და ზოგადად, კეთილდღეობაზე. 

2. სექსის სურვილი ქალს უქრება მაშინ, თუ ქმრისგან კონტროლს გრძნობს - თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად თქვენს გაკონტროლებას ცდილობს, მუდამ მიგითითებთ, თუ როდის, რა უნდა გააკეთოთ, ცდილობს გაქციოთ ისეთ ადამიანად, როგორიც თვითონ სურს, ამ დროს მასთან სექსით დაკავების სურვილი გიქრებათ. არავის სურს, რომ აკონტროლებდნენ. ასეთ შემთხვევაში, სექსი აღარ არის სასიამოვნო. 

5 მიზეზი - რატომ აღარ უნდება ქალს საყვარელს ადამიანთან სექსი?

3. თქვენ არ გაქვთ კომუნიკაცია საყვარელ ადამიანთან - ზოგადად, ჯანსაღი ურთიერთობისთვის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. კომუნიკაცია არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ სუპერმაკეტში შესაძენი პროდუქტების ნუსხას და ყოველდღიურ ყოფაცხოვრებას, საჭიროა უფრო მეტი სიტყვები, უფრო მეტი სიყვარულის გამოხატვა იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ წლების შემდეგაც შეინარჩუნონ სექსუალური ლტლოვა. 

5 მიზეზი - რატომ აღარ უნდება ქალს საყვარელს ადამიანთან სექსი?

თუ გსურთ, რომ მისგან ქმრისგან, სყავარელი ადამიანისგან ქათინაურები მოისმინოთ, თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯი და უთხარით მას, როგორ მოგწონთ, როგორი მომხიბვლელი, სიმპათიური და სექსუალურია. კაცებს მოსწონთ ყურადღება და კომპლიმენტები და დიდი ალბათობით თვითონაც არ დაიშურებენ თქვენდამი მსგავს სიტყვებს.

4. თქვენ უბრალოდ აღარ მოგწონთ ის და შესაბამისად, სექსუალური ლტოლვაც ქრება - როცა წლები გვემატება აღარ გამოვიყურებით ისე, როგორც ადრე და ბევრ წყვილში ეს დიდი პრობლემაა. შესაძლოა, წლების შემდეგ შეცვლილი ქმარი აღარ მოგწონდეთ და სწორედ ეს გახდეს თქვენი სექსუალური ლტოლვის დაკარგვის მიზეზი, შესაძლოა წონაში მოიმატა და მასთან ამიტომ აღარ გინდათ სექსი. 

5 მიზეზი - რატომ აღარ უნდება ქალს საყვარელს ადამიანთან სექსი?

ისაუბრეთ გულწრფელად ამის შესახებ. თუ ურთიერთბის გადარჩენა გსურთ მას მასთან პატიოსნად უნდა მოიქცეთ და გულწრფელად უთხრათ, რატომ აღარ გსურთ სექსი. შემდეგ კი, ერთად დაისახეთ მიზანი, როგორ ებრძოლოთ პრობლემას, ერთად ივარჯიშეთ, ერთად დაკავდით სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. მონდომების შემთხვევაში, პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. 

5. სექსის სურვილი ქრება მაშინ თუ თქვენ სტრესი გაწუხებთ - მოდით, შევხედოთ რეალობას - თქვენ მთელი დღე სამსახურში ხართ, თავისუფალ დროს თქვენი პატარა შვილების გარემოცვაში, მათთან თამაშში ატარებთ, ან არეულ სახლს აწესრიგებთ და სახლის საქმეებით ხართ დაკავებული. რეალისტები რომ ვიყოთ, პირდაპირ ვთქვათ, რომ თავისუფალი დრო არ გაქვთ. 

5 მიზეზი - რატომ აღარ უნდება ქალს საყვარელს ადამიანთან სექსი?

მუდამ შფოთავთ და სტრესში ხართ. სტრესი კი სექსის ყველანაირ სურვილს აქრობს. როგორმე დღის განმავლობაში ერთი საათი უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს. ამ დროს ისეირნეთ, ან დაკავდით იოგით, მედიტაციით, წადით საყიდლებზე, გააკეთეთ რაიმე ისეთი საქმე, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ და ნუ იქნებით მუდამ დაძაბული. 



<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>