სილამაზე

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

მაღაზიები თუ აფთიაქები ძალიან ბევრნაირ ფეხის კრემს გვთავაზობენ, თუმცა ყველა იმ შედეგს არ იძლევა, რასაც გვპირდება. აბრეშუმივით რბილი ფეხების სტრუქტურის მისაღწევად 7 საშუალება არსებობს. თუ ამ მეტოდებს ცდი, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩები:

1. ფეხის პილინგი

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

სანამ ფეხის კრემებზე რამეს გეტყვით, პილინგი აღმოაჩინე! ეს სითხეა, რომელშიც ფეხები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უნდა გააჩერო და რამდენიმე დღეში უხეში კანის ფენა აგექერცლება.პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და ფეხებს რბილს და გლუვს ხდის. მას შემდეგ, რაც უხეშ კანს საბოლოოდ დაემშვიდობები, ფეხის პილინგზე უარს აღარასოდეს იტყვი.

2. „ეუსერინის“ ფეხის კრემი — ინტენსიური აღმდგენი

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

„ეუსერინი“ (eucerin) დერმატოლოგების მიერ რეკომენდირებული ბრენდია. მას კანის მოვლის საშუალებების წარმოებაში ასწლიანი გამოცდილება აქვს და კანის მოვლის წამყვან საშუალებად მიიჩნევა, როგორც ექიმების, ასევე ფარმაცევტების მიერ. „ეუსერინის“კრემის დადებითი თვისება ისიცაა, რომ არ შეიცავს ცხიმს და სწრაფად შეიწოვება, მისი ერთ-ერთი ინგრედიენტი კი — ალფა ჰიდროქსიდი ფეხს უხეშ კანს აშორებს.

3. „მერი ქეის“ დამამშვიდებელი ღამის კრემი

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

„მერი ქეის“ (MARY KAY) კრემი კონკრეტულად ფეხისთვის განკუთვნილი არ არის, თუმცა ეფექტურად ებრძვის მაზოლებს და ნახეთქებს, კანს კი გამოშრობისგან იცავს. ეს კრემი ცხიმიანია, თუმცა დამამშვიდებელი და სამკურნალო თვისებების გამო, მისი გამოყენება ნამდვილად ღირს. ის მიზანშეწონილია მაშინაც, როდესაც ხელები გიშრება და იდაყვები ან მუხლები გექერცლება, მოკლედ, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, სადაც კანი გიუხეშდებათ. თითო ფეხზე საკმარისია, დაახლოებით ბარდის მარცვლის მოცულობის კრემი წაისვა.

4. „გოლდ ბონდის“ სამმაგი მოქმედების კრემი ფეხის რელიეფისთვის

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

„გოლდ ბონდი“ (Gold Bond) ერთ-ერთ ყველაზე სანდო ბრენდად ითვლება მას შემდეგ, რაც კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს. პროდუქცია A, E და C ვიტამინებითაა გაჯერებული. „გოლდ ბონდის“ დადებითი თვისებების შესახებ, სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, მათ შორის, Amazon.com-ზე მომხმარებლების კომენტარებიდანაც შეგიძლია შეიტყო. ის კანის უხეშ ნაწილებს არბილებს და ფეხს მთელი დღის განმავლობაში სიგრილის შეგრძნებას ანიჭებს. კრემებთან ერთად, „გოლდ ბონდი“ ფეხის სპრეისაც გვთავაზობს.

5. „ნიტროგენა“ — ნორვეგიული ფორმულა მშრალი, უხეში კანისთვის

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

ბრენდი „ნიტროგენა“ (Neutrogena) მართლაც კანის ბევრ პრობლემას აგვარებს. მისი გამოყენების შემდგომ, ფეხის კანის აღდგენას და გამოჯანმრთელებას სწრაფად შენიშნავ. კრემის უნიკალური ფორმულა ამშვიდებს და კურნავს სხეულის პრობლემურ ადგილებს.

6. O’KEEFFE’S-ი — ჯანმრთელი ფეხები

იდეალური კრემები ფეხის მოვლისთვის

O’KEEFFE’S-ი უცხიმო და სრულიად უსუნო ფეხის კრემია. მისი რამდენიმე კვირის განმავლობაში სისტემატურად მოხმარების შემდეგ, ფეხები აბრეშუმივით ნაზი და მოვლილი ხდება. 



წყარო: <a href="http://skincare.allwomenstalk.com/whats-the-best-brand-of-foot-cream-on-the-market">allwomenstalk</a>