LIFE

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

მდიდრებს საშუალო ფენის ადამიანებისგან მხოლოდ საბანკო ანგარიში არ განასხვავებთ: ისინი სხვანაირად აზროვნებენ. „გამდიდრების პროცესი იწყება იმით, როგორ აზროვნებ და რა შეხედულება გაქვს ფულის კეთებაზე “, – წერს სტივ სიბოლდი, ადამიანი, რომელმაც მილიონი საკუთარი ძალებით იშოვა. წიგნს ჰქვია How Rich People Think („როგორ აზროვნებენ მდიდრები“) და სიბოლდის მიერ მილიონერებზე 25 წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვების შედეგებზე გვიყვება. 

ასობით ინტერვიუს შემდეგ, სიბოლდმა დაასკვნა, რომ ადამიანებს, რომლებიც მილიონერები ვერ გახდნენ, საკუთარი უნარების მიმართ საკმარისი რწმენა არ ჰქონდათ. თანაც აღმოჩნდა, რომ მდიდრები ფულის საშოვნელად 6 ხრიკს მიმართავენ. აი, ისინიც:

6. საკუთარ თავს არასოდეს ეუბნებიან, რომ საკმარისი ფული არ აქვთ, მაშინაც კი, როცა ეს ასეა

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

მათ არ ეშინიათ, მომავლის საქმეში სხვისი ფულის ინვესტირება. თუ მართლაც კარგი იდეა აქვთ, რომელსაც საკუთარი სახსრებით ვერ ახორციელებენ, მიზნის მისაღწევად სხვა ადამიანების ფულს იყენებენ. მათთვის კრიტიკული გადამხდელუნარიანობის ფაქტორი კი არ არის, არამედ კითხვა: „ღირს კი ამ საქმეში ფულის ჩადება?“ ამ ლოგიკაზე დაყრდნობით კი იციან, რომ ფული მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია, რადგან ინვესტიციებს ჭკვიანურად განიხილავენ, მათი განხორციელებისთვის კი საუკეთესო სპეციალისტებს ქირაობენ. 

5. მათი მოლოდინები უმიზეზოდ მაღალია

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

საშუალო ფენის წარმომადგენლები, იმედგაცრუების შიშით, თავიანთ ფინანსურ მოლოდინებს დაბალ დონეზე ამყარებენ, მდიდრები კი ნებისმიერი რთული გამოწვევისთვის მზად არიან. სიბოლდი წერს: „ანტიკური სიბრძნის მიხედვით, იმას მიიღებ, რასაც ცხოვრებისგან მოელი, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა, წარუმატებლობის შიშით, საკუთარ ცხოვრებას საშუალო ფენის უფერული მოთხოვნილებებით ზღუდავს: მიზანს დაისახავენ და შემდეგ გზებს ეძებენ, რომ საკუთარი თავი მის არარეალურობაში დაარწმუნონ. ჩემპიონები წარმატებას არ ელოდებიან, ისინი, უბრალოდ, აღწევენ მას!“

4. ფულის კეთების პროცესს თამაშივით უყურებენ

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

მდიდრები ბიზნესს, ცხოვრებასა და ფულის შოვნის პროცესს იმ თამაშად აღიქვამენ, რომლის მოგებაც სიამოვნებას ანიჭებთ. სიბოლდის განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით მუშაობენ მილიონერები გამდიდრების შემდეგაც – ფული მათთვის, უბრალოდ, უკანასკნელად მიღწეული წარმატების საზომია, თანაც, რაც უფრო რთულ მიზნებს ისახავენ, თამაშის აზარტიც ძლიერდება და კიდევ უფრო დაუღალავად შრომობენ.

3. ფულის პერსონიფიკაციას ახდენენ და მას მეგობრად აღიქვამენ

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

მდიდრებისთვის ფული ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე და მეგობარია – ნერვიულობაში გატარებული უძილო ღამეების მკურნალი და შეიძლება სიცოცხლის მიმნიჭებელიც კი. თუ მდიდრებს ფული პრობლემების გადაჭრის იარაღად მიაჩნიათ, საშუალო კლასის წარმომადგენლები მას ცხოვრებისეული საჭიროებების დაკმაყოფილების დაუსრულებელ ტანჯვად აღიქვამენ.

2. შიშის გრძნობას ბლოკავენ

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

ყველაზე წარმატებული ადამიანების მოღვაწეობის დონეზე შიში არ არსებობს, მათთვის ყველა სურვილი განხორციელებადია. ამ დონეს რომ მიაღწიო, საკუთარი კომფორტის ზონაზე უარი უნდა განაცხადო – მდიდრებიც სწორედ ამას აკეთებენ: აცნობიერებენ, რომ მილიონის შოვნა ადვილი სულაც არ არის და უამრავ იმედგაცრუებასაც უკავშირდება, თუმცა უნარი შესწევთ, სტრესული სიტუაციისგან სიამოვნება მიიღონ, რამდენადაც თავიანთ მიზანს ემსახურებიან.

1. საკუთარ თავს ეუბნებიან, რომ გამდიდრება ბუნებრივი მოვლენაა

6 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც მდიდრები ფულის საშოვნელად იყენებენ

მდიდრებს სჯერათ, რომ წარმატება, გამართლება და ბედნიერება ყოფიერების ბუნებრივი კანონზომიერებაა. მათი რწმენა იმდენად მყარია, რომ მისკენ სვლა ბედნიერებას ანიჭებთ, საშუალო ფენის წარმომადგენლები კი საკუთარ თავს არასათანადოდ აფასებენ და ფიქრობენ, რომ მილიონის შოვნას ვერასოდეს შეძლებენ.

მოკლედ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, კარგად დაფიქრდი და საკუთარ თავს ჰკითხე: „რატომ არ შეიძლება, მილიონერი მეც გავხდე?“ – გვერწმუნე, მდიდრები ყველაფერს სწორედ ამ კითხვით იწყებენ.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.cnbc.com/2016/10/21/6&ndash;mental&ndash;tricks&ndash;rich&ndash;people&ndash;use&ndash;to&ndash;make&ndash;more&ndash;money.html" target="_blank">www.cnbc.com</a>