LIFE

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

საცხოვრებელი ფართების ღირებულება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, საფრანგეთი ძალიან ძვირია, მაგრამ თუ საკუთარი ქვეყნის დატოვება და სხვაგან ცხოვრება გსურთ, გამოსავალს მარტივად იპოვნით, ვინაიდან არის ძალიან ბევრი ლამაზი ქვეყანა, სადაც სახლი და ცხოვრება არც ისე ძვირი ღირს.

ვნახოთ, რომელ ქვეყნებში შეძლებთ სახლის ყიდვას იაფად:

1. კამბოჯა - ეს ძალიან ლამაზი ქვეყანაა და გარდა ამისა, აქ ცხოვრება საკმაოდ იაფი ჯდება. მდიდრული და ლამაზი სახლის ყიდვას კამბოჯაში 20 000 დოლარად შეძლებთ. 

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

2. ეკვადორი - ამ ქვეყნის ვალუტა აშშ-ის მსგავსად, დოლარია და აქ ცხოვრება საკმაოდ იაფია. იაფია საკვები და ასევე აშშ-სთან შედარებით გაცილებით იაფია საცხოვრებელი ფართები. აქ სახლის შეძენას 50 000 დოლარად შეძლებთ. 

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

3. მექსიკა - მექსიკა გარდა იმისა, რომ ულამაზესი ქვეყანაა, ასევე აქ ცხოვრება საკმაოდ იაფია. მდიდრულ აპარტამენტში ცხოვრება, კვება, კომუნალური გადასახადები აქ თვის განმავლობაში 700 დოლარზე მეტი არ დაგიჯდებათ. 

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

4. არგენტინა - ეს ქვეყანა ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია. ის გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, უამრავი ლამაზი ადგილით, შესანიშნავი რესტორნებით. ძალიან დიდ, სასახლის მსგავს სახლს არგენტინაში დაახლოებით 139 000 დოლარად იყიდით. 

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

5. ვიეტნამი - ეს ქვეყანა ბოლო წლებში ტურისტებსთვის უფრო პოპულარული გახდა. აქ არის ძვირადღირებული სახლებიც, მაგრამ არის საშუალო ზომისა და ნორმალური პირობების სახლებიც, რომელთა ფასიც 25 000-დან 50 000 დოლარამდე მერყეობს.

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

6. ტაილანდი - ეს ულამაზესი ქვეყანა ბევრი ადამიანის ინტერესის სფეროა. სახლების ფასი ტაილანდში 30 000-დან 60 000 დოლარამდე მერყეობს.

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

7. ბულგარეთი - ეს ქვეყანა ულამაზესი არქიტექტურით გამოირჩევა. სახლს აქ 20 000 დოლარად და კიდევ უფრო ნაკლებ ფასად იყიდით.

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

8. უნგრეთი - ეს კიდევ ერთი საინტერესო ქვეყანაა ტურისტებისთვის, სადაც სახლები საკმაოდ იაფი ღირს. აქ მდიდრული ვილის შეძენას 90 000 დოლარად შეძლებთ.

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

9. ალბანეთი - ამ მზიან და თბილ ქვეყანაში პენტჰაუსს 150 000 დოლარად იყიდით.

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით

10. კოლუმბია - კოლუმბია კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც ცხოვრება საკმაოდ იაფი ღირს. კვებაში, ბინის ქირაში და კომუნალურ გადასახადებში აქ თვეში 400-450 დოლარზე მეტი არ დაგეხარჯებათ.

10 ქვეყანა, სადაც სახლს ძალიან იაფად იყიდით



<a href="http://www.womensarticle.com">http://www.womensarticle.com</a>