სტილი

ტესტი: რომელ მოდურ ვარსკვლავს ჰგავხართ ჩაცმის სტილის მიხედვით?

ტესტი: რომელ მოდურ ვარსკვლავს ჰგავხართ ჩაცმის სტილის მიხედვით?

სხვადასხვა ფსიქოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანის ჩაცმის სტილით მისი ხასიათის შტრიხების გაგებაა შესაძლებელი. სტილის განსაკურებული შეგრძნება, ინდივიდუალიზმი და ამავდროულად, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება, ადამიანს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.

შესაძლოა ამაზე არ გიფიქრიათ, მაგრამ გეტყვით, რომ თქვენი ჩაცმის სტილით რომელიმე ვარსკვლავს ჰგავხართ.

დაფიქრდით, როგორი სტილია თქვენი, როგორი სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად. იპოვეთ შესაბამისი პასუხი. ჩვენ კი, გეტყვით, რომელ პოპულარულ ადამიანს ჰგავხართ თქვენი სტილით ყველაზე მეტად.

1. ე.წ. ქუჩის სტილი - ეს არის სტილი, რომელიც ერთი შეხედვით არ არის თვალშისაცემი, თუმცა ამავდროულად, დახვეწილი და მიმზიდველია. ეს მიუთითებს, რომ თქვენ ხართ მშვიდი და მშვიდობისოყვარე ადამიანი. თავს არიდებთ არაკომფორტულ სიტუაციებს და მუდამ საკუთარ საქმეებზე ხართ ორიენტირებული. იცით, რა გინდათ ცხოვრებაში. ჩაცმის სტილის თვალსაზრისით კი, თქვენი ტყუპისცალია ეშლი თისდეილი. თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. 

BO-1 Multipic:

2. ვინტაჟური სტილი - თუ ვინტაჟური სტილის სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად, ეს მიუთითებს, რომ ძალიან გიყვართ წარსულიდან სასიამოვნო ამბების გახსენება და ზოგადად, გიჭირთ წარსულისგან გათავისუფლება. მუდამ გასულ, ბედნიერ დღეებზე ფიქრობთ. ელეგანტური ხართ. გამოირჩევით სანდოობით, შეგიძლიათ საიდუმლოების შენახვა. ადამიანებს უყვართ თქვენთვის გულის გადაშლა. ყველაზე მეტად კი, თვენი ჩაცმის სტილით, ლეგენდარულ დიტა ვონ ტიზის ჰგავხართ. 

BO-2 Multipic:

3. ე.წ. ბოჰემური სტილი - გოგონები, რომლებსაც ასეთი სტილი მოსწონთ, მზრუნველები და მეგობრულები არიან. მათ უყვართ ცხოვრება და ყოველი წუთით ტკბობა. თუ ეს თქვენი სტილია, მიუთითებს, რომ ელეგატური და ზღვასავით ენერგიული ხართ. თქვენში ვარსკვლავი ბრწყინავს. ელე გოლდინგი კი, ჩაცმის სტილის თვალსაზრისით, თქვენი ტყუპისცალია.

BO-3 Multipic:

4. ჩვეულებრივი, ყოველდღიური სტილი - თუ თავს ყოველდღიურ სპორტულ სამოსში გრძნობთ ყველაზე კარგად, ეს მიუთითებს, რომ თქვენთვის მთავარი კომფორტია. ამავდროულად, ეს ნიშნავს, რომ თავდაჯერებულობით გამოირჩევით და დამოუკიდებელი ნატურა ხართ. ჩაცმის სტილის კუთხით კი, პერის ჰილტონს ჰგავხართ.

BO-4 Multipic:

5. ფორმალური, ოფიციალური სტილი - თუ ნებისმიერ სიტუაციაში ოფიციალური სტილი თქვენი საყვარელი სტილია, ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის მორალი და ღირებულებები ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია და მზად ხართ ბოლომდე იბრძოლოთ ღირებულებებისთვის. სანამ რამეს იტყვით, ძალიან ბევრს ფიქრობთ, რადგანაც არ გინდათ ,რომ თქვენი სიტყვებით ვინმეს გული ატკინოთ. თავდაჯერებული ხართ და საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობთ. თქვენი ტყუპისცალი შეუდარებელი ემა უოტსონია.

BO-5 Multipic:

6. სექსუალური სტილი - თუ უპირატესობას სექსუალური სტილის სამოსის ჩაცმას ანიჭებთ, თქვე განსაკუთრებული მომხიბვლელობით და შარმით გამოირჩევით. თქვენი ტყუპისცალი სუპერსექსუალური ჯენიფერ ლოპესია.

BO-6 Multipic:

7. თუ მოგწონთ ბიჭური სამოსის ჩაცმა - და თუ ასეთ ტანსაცმელში თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც დიდად არ ადარდებს ის, თუ როგორ გამოიყურება. „მე ერთხელ მოვედი ამქვეყნად და უნდა ვიცხოვრო, რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცვამ?!“ - ეს თქვენი საყვარელი ფრაზაა. სუპერმოდელი კარა დელევინი კი, ჩაცმის სტილის თვალსაზრისით, ტყუპისცალივით გგავთ.

BO-7 Multipic:

8. დახვეწილი, ქალური სტილი - ეს დედოფლების და პრინცესების სტილია, სამეფო სტილი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის როგორ ჩაიცვას ისე, რომ ელეგაბტურად გამოიყურებოდეს. თუ ეს თქვენი საყვარელი სტილია, გარციოზულობით გამოირჩევით და საოცრად მომხიბვლელი ხართ. ასეთი სტილის გამო კი, თქვენი ტყუპისცალი ქეით მიდლტონია.

BO-8 Multipic: