ვარსკვლავები, რომლებმაც დაქორწინების გადაწყვეტილება ურიერთობის დაწყებიდან ძალიან მალე მიიღეს
- 17.06.2018
ზოგიერთ ადამიანს წლები სჭირდება იმისთვის, რომ მიხვდეს ნამდვილად სურს თავის რომანტიკულ პარტნიორთან ქორწინება, თუ არა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ურთიერთობიდან რამდენიმე დღეში იღებენ ნიშნობისა და ქორწინების გადაწყვეტილებას. ასეთ ადამიანებს შორის ვარსკვლავებიც არიან.
ვნახოთ 14 ვარსკვლავი, რომლებიც ურთიერთობის დაწყებიდან ძალიან მალე დაინიშნენ:
1. პიტ დევიდსონი და არიანა გრანდე - წყვილი რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მათი სასიყვარულო ურიერთობა კი მხოლოდ სამ კვირას ითვლის.
2. ბლექ ჩაინა და რობ კარდაშიანი - წყვილი 4 თვე ხვდებოდა ერთმანეთს, რის შემდეგაც დაინიშნენ. მათ გოგონაც ჰყავთ, თუმცა თანაცხოვრება წარმატებული ვერ აღმოჩნდა და დაშორდნენ.
3. ქლოე კარდაშიანი და ლამარ ოდომი - წყვილი გაცნობიდან ორ კვირაში დაინიშნა, ხოლო ნიშნობიდან ორ კვირაში იქორწინეს. ყოველივე 2009 წელს მოხდა. 2016 წელს კი, ერთმანეთს დაშორდნენ.
4. პამელა ანდერსონი და ტომი ლი - ნიშნობისა და ქორწინების გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფად მიღების თვალსაზრისით ეს წყვილი რეკორდსმენია. ისინი 1995 წელს მექსიკაში დაქორწინდნენ მაშინ, როცა ერთმანეთთან მხოლოდ ოთხ დღიანი ნაცნობობა აკავშირებდათ. ერთმანეთს სამი წლის შემდეგ დაშორდნენ.
5. კელი კუოკო და რაიან სვითინგი - მსახიობი და ჩოგბურთელი სამ თვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ - 2013 წელს. ნიშნობიდან სამ თვეში იქორწინეს, ქორწინებიდან 21 თვის შემდეგ კი, დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს.
6. კეტი პერი და რასელ ბრენდი - ორ თვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაინიშნა. 2010 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2012 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
7. მერაია ქერი და ნიკ ქენონი - წყვილი ექვსი კვირა ხვდებოდა ერთმანეთს, რის შემდეგაც იქორწინეს. 2016 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
8. მარკუს მამფორდი და კერი მულიგანი - მუსიკოსი და მსახიობი 2011 წელს ხუთ თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ. 2012 წლის შემდეგ ისინი ქორწინებაში არიან.
9. ნიკი რიდი და პოლ მაკდონალდი - წყვილმა ორი თვის ურთიერთობის შემდეგ, 2011 წელს მიიღო ნიშნობის გადაწყვეტილება, ამავე წელს დაქორწინდნენ კიდეც, 2015 წელს კი ერთმანეთს დაშორდნენ.
10. კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი - წყვილი 7 კვირა ხვდებოდა ერთმანეთს, რის შემდეგაც ტომმა საყვარელ ქალს ეიფელის კოშკში სთხოვა ხელი. 2006 წელს დაქორწინდნენ. მათი ქორწინება 2012 წლამდე გაგრძელდა.
11. კევინ ფედერლაინი და ბრიტნი სპირსი - წყვილი 2004 წელს, სამ თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა. ამავე წელს დაქორწინდნენ. 2007 წელს კი ერთმანეთს დაშორდნენ.
12. ავრილ ლავინი და ჩად კროგერი - კანადელი მუსიკოსი 2012 წელს, ექვს თვიანი სასიყვარულო ურიერთობის შემდეგ დაინიშნა.
13. ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ თორტონი - წყვილი ორ თვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა. ქორწინებიდან სამ წელიწადში კი ერთმანეთს დაშორდნენ.
14. ლაილ ლავტი და ჯულია რობერთსი - წყვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება გაცნობიდან სამ კვირაში მიიღო.
თემები: სიყვარული, წყვილი, ქორწინება, ვარსკვლავები
<a href="https://www.marieclaire.com">https://www.marieclaire.com</a>