დაემშვიდობეთ ძალიან მოკლე შორტებს - მოდაში „დედიკოს შორტები“ ბრუნდება
- 18.06.2018
თუ აქამდე ძალიან მოკლე და მაღალწელიანი შორტები იყო მოდური, თანდათან ეს ტრენდი აქტუალობას კარგავს და მოდას ე.წ. დედიკოს შორტები უბრუნდება. 2018 წლს, ზაფხულში მამაკაცის შორტები გაცილებით უფრო მოკლე იქნება, ვიდრე ქალის.
განსაკუთრებულ აქტუალობას გრძელი შორტები 2019 წელს შეიძენს.
შეგიძლიათ გადახედოთ 90-იანი წლების გარდერობს, თქვენი მშობლების სამოსს, შესაძლოა, შემორჩენილი გქონდეთ თავისუფალი სტილის, ფართო და გრძელი შორტები.
ვნახოთ, რამდენიმე შორტი, რომელიც მოდაში შემოდის:
1. კლასიკური სტილის შავი სამოსი.
2. მაღალწელიანი შორტი, ნაკეცებით და ქამრით.
3. აბრეშუმის შორტი. მოსახერხებელი და კომფორტული არჩევანი.
4. მაღალწელიანი, ე.წ. შლაქსის შორტი იზაბელ მარანტისგან.
5. ყვავილების პრინტით გაფორმებული მაღალწელიანი შორტი.
6. „ქლოეს“ მაღალწელიანი შორტი კლასიკური სტილის მოყვარული ქალებისთვის.
7. ქალური და ნაზი შორტი, ცისფერი და თეთრი ზოლებით.
8. ყვავილების პრინტით გაფორმებული ტანზე მომდგარი შორტი.
9. ნაცრისფერი, მაღალწელიანი შორტი.
10. სპორტული და მამაკაცური სტილის შორტი „პრადასგან“.
11. ცისფერი, ქალური და რომანტიკული შორტი „ალტუზარასგან“.
12. მუხლამდე სიგრძის ცისფერი შორტი თეთრი ზოლებით.
13. თეთრი, სადა შორტი.
14. მაღალწელიანი შორტი, თავისუფალი სტილის და ფართე ქამრით.
15. ყვავილების პრინტით გაფორმებული კიდევ ერთი გრძელი, თეთრი შორტი.
თემები: სტილი, სად რა ჩავიცვა, ქალი, ჩაცმულობა, შორტი
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>