რა ემართება თქვენს სხეულს, როცა საჭმელს ღამით მიირთმევთ? - 6 რჩევა დიეტოლოგებისგან
- 22.06.2018
ადამიანების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს შუაღამით მაცივრის კარი გაღება და საჭმლის მირთმევა. ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გვაბედნიერებს, მაგრამ ამავდროულად პრობლემებს გვიქმნის - ვიმატებთ წონაში და ჯანმრთელობის პრობლემები გვექმნება.
რეალურად რატომ არის დაკავშირებული ღამით ჭამა წონაში მომატებასთან? - ვნახოთ დიეტოლოგების 6 რჩევა:
1. დროს არ აქვს მნიშვნელობა - კალორიები კალორიებია და არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში მიიღებთ მას. თუ ღამით ჭამა გინდებათ, არაფერია ამაში გასაკვირი, აბსოლუტურად ნორმალურია.
დიეტოლოგების თქმით,გაცილებით ცუდ შედეგამდე შეიძლება მიხვიდეთ, თუ შიმშილის მიუხედავად უარს იტყვით ჭამაზე. ძალიან ბევრი ადამიანი ფაქტობრივად ღამით ცხოვრობს, ღამით მუშაობს, კონცენტრირებულია საქმეზე. სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ადამიანი შიმშილის გრძნობამ შეაწუხოს. დიეტოლოგები ამბობენ, რომ უნდა მიირთვათ მაშინ, როცა გინდათ, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას მიირთმევთ.
2. ღამით, როგორ წესი, უფრო კალორიულ საჭმელს მივირთმევთ - როგორც წესი, ღამით შიმშილის გრძნობის მოსაკლავად ზედმეტად კალორიულ საკვებს მივირთმევთ, მაგალითად, ჩიფსებს, მაცივარში შემორჩენილ ნაყინს, შოკოლადს, მივირთმევთ ნატურალურ წვენს, ან გაზიან სასმელს. არ უნდა გაგვიკვირდეს რომ წონაში მოვიმატებთ და ეს ღამით ჭამას არ უნდა დავაბრალოთ.
როცა ღამით ვდგებით, არ ვიწყებთ ჯანსაღი საკვების მომზადებას და მივირთმევთ მზა საჭმელს, რომელიც მაცივარში გვხვდება.
3. ღამით არ ვკავდებით ფიზიკური აქტივობით - ვფიქრობთ, ყველას გაგვიკვირდება, თუ გავიგებთ, რომ ვიღაც ღამის სამ საათზე მიდის სპორტდაპრბაზში, ან თუნდაც სახლში ვარჯიშობს. მას შემდეგ, რაც მაღალკალორიულ საკვებს მივიღებთ, როგორ წესი, ვიძინებთ და შესაბამისად კალორიების დაწვას ვეღარ ვახერხებთ. შედეგად, წონაში ვიმატებთ.
4. გაუგეთ საკუთარ სხეულს - ადამიანებს კვებასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები და განსხვავებული რეჟიმი აქვთ. ზოგს ურჩევნია, რომ მიირთვას კალორიული და შედარებით მძიმე საკვები საუზმის დროს, ზოგიც კალორიების მიღებას ლანჩის დროს ამჯობინებს, ზოგიერთს კი, გემრიელად ჭამა ღამით უყვარს.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილებლად უნდა მივირთვათ საჭმელი მაშინ, როცა გვსურს და არ უნდა მოვითმინოთ, თუ გვინდა, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე პრობლემები არ შეგვექმნას.
მიირთვით ღამითაც თუკი გშიათ, მაგრამ ეცადეთ, რომ მიირთვათ ჯანსაღი საკვები და არა ის, რაც მაცივარში დაგხვდებათ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. თუ იცით რომ ღამით აუცილებლად მოგშივდებათ, წინასწარ მოამზადეთ რაიმე.
5. მნიშვნელოვანია ის, თუ რას მიირმევთ - არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე ჭამთ, მნიშვნელოვანია ის, თუ რას მიირთმევთ. ეს არის მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის რომ წონაში არ მოიმატოთ.
უარი თქვით ღამით კალორიებით მდიდარი საკვების მიღებაზე. უმჯობესია, თუ მიირთმევთ მოსტნეულის სალათს, რაიმე მსუბუქ საჭმელს, რომელიც შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ და წონაშიც არ მოიმატებთ.
6. თუ ღამით მსუბუქ სუფს მიირთმევთ, გადაჭარბებებით ჭამის სურვილი გაგიქრებათ - მიირთვით ღამით ბოსტნეულის წვნიანი. ის ძალიან სასარგებლოა, ამასთანავე შიმშილის შეგრძნება აღარ გექნებათ და ძალიან ბევრი საჭმლის მირთმევა აღარ მოგინდებათ.
თემები: დიეტა, სწორი კვება, ფსიქოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შაქარი, საკვები, სისუსტე
<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>