სილამაზე

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

ზაფხული წელიწადის ყველაზე სათავგადასავლო დროა — სამოგზაურო რომანებით და ახალი გამოცდილებებით სავსე. მაღალი ტემპერატურის გამო, ტანსაცმელი ინდივიდუალურობის ხაზგასმისთვის უკანა პლანზე გადადის, ამიტომაც ამ სეზონზე ყველაზე მეტად გვჭირდება სუნამო, ყველასგან რომ გამოგვარჩევს. ამ სტატიაში ნიშური სუნამოების იტალიურ ბრენდ PANTHEON-ზე გიამბობთ, რომლის შექმნის შთაგონებაც, რენესანსული მხატვრობა და არც მეტი, არც ნაკლები — სიყვარულის გადაჭარბებული დოზით გამოწვეული სიკვდილი გახდა.

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

სანამ დეტალებზე გადავალთ, აქვე გეტყვით, რომ ამ სუნამოს პარფიუმერული მაღაზიების ქსელებში ვერ ნახავთ, საქართველოში მისი შეძენა მხოლოდ „არომა ბუტიკის“ (@L’Arome Boutique • არომა ბუტიკი) ქსელშია შესაძლებელი.

PANTHEON-ის კონცეფცია იტალიური რენესანსის დროინდელი ლეგენდა — ფერმწერ და არქიტექტორ რაფაელ სანციოს გასაიდუმლოებული სასიყვარულო ღამე გახდა.

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

რაფაელი პატარა, თუმცა შემოქმედებით წრეებში განთქმულ ცენტრალური იტალიის ქალაქ ურბინოში ცხოვრობდა და მოღვაწეობაც იქ დაიწყო. მალე სამხატვრო წრეებში დაწინაურდა და რომის პაპმა ვატიკანის სასახლის მოხატვა დაავალა. ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მქონე ხელოვანი რომში გადაბარგდა და ბოჰემური ცხოვრება დაიწყო — 36 წლამდე ცოლი არ შეურთავს, თუმცა მრავალფეროვან სასიყვარულო თავგადასავლებზე უარს არ ამბობდა. 

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა
PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

ერთმა საბედისწერო დღემ კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, როდესაც უბრალო მცხობელის ქალიშვილი — მარგარიტა ლუტი გაიცნო. იმ პერიოდში რაფაელი უკვე კარდინალ მედიჩი ბიბიენას დისშვილზე იყო დანიშნული, თუმცა ქორწილს არ ჩქარობდა. როგორც ამბობენ, ტრასტევერეს ბაღში მარგარიტასთან ვნებიანი ღამე გაატარა, მეორე დღეს კი ცუდად გახდა: არავინ იცის, რა მოხდა, თუმცა ის ღამე რაფაელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მხატვარი სწორედ მეორე დღეს — წითელ პარასკევს, საკუთარ 37-ე დაბადების დღეზე უცნობ ვითარებაში გარდაიცვალა. რაფაელი ერთადერთი ხელოვანია, რომელსაც პატივი დასდეს, რომის პანთეონში დაეკრძალათ — სწორედ აქედან მოდის სუნამოს სახელწოდებაც.

BO-1 Multipic:

რაფაელ სანციოს პორტრეტი; „მცხობელი ქალბატონის“ (La Fornarina) პორტრეტი

PANTHEON-ის ბრენდ-ამბასადორმა — ლეონე ფადელიმ სუნამოს პრეზენტაცია ვიწრო წრეში — „არომაბუტიკის“ აღმაშენებლის ფილიალში გამართა და მიწვეულ სტუმრებს ბრენდის განსხვავებული, მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ხასიათით გაჯერებული შვიდი სუნამო დააგემოვნებინა: Raffaello, Donna Margherita, Il Giardino, Notte d’amore, Trastevere, Dolce Passione და Così Blu.

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა
PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

თუმცა სტუმრებს სიურპრიზიც ელოდათ: ფადელიმ მათ PANTHEON-ის სუნამოებში შემავალი ესენციები გადასცა და ინდივიდუალური არომატების შექმნაშიც დაეხმარა, რომლებიც ბოლოს PANTHEON-ის ბესთსელერ Dolce Passione-სთან ერთად საჩუქრად გადასცა.

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

TREND-ი გირჩევს, PANTHEON-ის არომატები თავად დააგემოვნო და გადაწყვიტო, რომელი მათგანი გიხდება ყველაზე მეტად. მანამდე კი წარმოდგენისთვის მათში შემავალ ინგრედიენტებს გაგაცნობთ:

1 - Raffaello

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

Raffaello უფრო მეტად მამაკაცის, თუმცა უნისექსური არომატია: მისი ხასიათი რაფაელის თავისუფალ, თავგადასავლების მაძიებელ ნატურას ეძღვნება. სუნამოს მთავარი ნოტები აბსენტი, ტყავი და ხეა.

2 - Donna Margherita

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

Donna Margherita თბილ, მგრძნობიარე, მიმზიდველ ნატურას გამოხატავს — ნაზ, ამავდროულად ძლიერ, თამამ ქალს, რომლის ღიმილი ბევრი მამაკაცისთვის საბედისწეროდ იქცევა ხოლმე. სუნამოს მთავარი ნოტები ტუბეროზა, ჟასმინი და მინდვრის შროშანია.

3 - Il Giardino

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

Il Giardino წიწვოვანი, ხის, მკვეთრ არომატს წარმოადგენს. ის ღრმა, საინტერესო, გულწრფელი და სპონტანური ადამიანის ხასიათს ასახავს. სუნამოს მთავარი ნოტები ხე, ყვავილოვანი აქცენტები, ვაზი და ხავსია.

4 - Notte d’amore

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

Notte d’amore პროვოკაციული, ვნებიანი არომატია რომელიც ქარიზმატული, დამაინტრიგებელი, ძლიერი პიროვნების შესახებ გვიამბობს. სუნამოს მთავარი ნოტები ვეტივერი, წიწაკა, მუხა და ხორბალია.

5 - Trastevere

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

Trastevere რაფაელის ლეგენდის მსგავსად თბილ, გურმანულ, მგრძნობიარე არომატს წარმოადგენს. სუნამოს მთავარი ნოტები არტემიზია, წაბლის კრემი, ჟასმინი და ვანილია.

6 - Dolce Passione

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

Dolce Passione რაფაელისა და მარგარიტას სპონტანური გრძნობის ამსახველი თბილი არომატია. სუნამოს ნოტები შოკოლადი, ტრუფელი, თაფლი, ვანილი, წითელი ხილი და ტონკას მარცვლებია.

7 - Così Blu

PANTHEON: სიყვარულის გადაჭარბებული დოზა

Così Blu-ს არომატი რენესანსულ ფერწერაში ასახულ მისტიკურ ცას განასახიერებს. სუნამოს მთავარი ნოტები აბსენტი, დარიჩინი, მარწყვი, სანდალის ხე, კედარი, ვანილი, ამბრი და თეტრი მუშკია.