კორეელი მოდელების გლუვი კანის საიდუმლო - კანის მოვლის მეთოდები, რომლებიც მათ დედებისგან ისწავლეს
- 17.07.2018
კორეელი ქალები პრიალა და გლუვი კანით გამოირჩევიან. ვნახოთ, როგორ უვლიან ისინი თავს. კორეელი მოდელები ამხელენ თავის მოვლის იმ საიდუმლოებს, რომლებიც მათ დედებისგან ისწავლეს.
1. Moon Kyu Lee - დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები კოსმეტიკური საშუალება გამომეყენებინა. ის მხოლოდ დამატენიანებელ და მზისგან დამცავ კრემს იყენებს. ვცდილობ, მეც ასე მოვიქცე და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენო კოსმეტიკური საშუალებები, განსაკუთრებით ისეთი საშუალებები, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ.
2. Songwa Oh - დედამ მასწავლა,რომ სახლში მისვლისთანავე მომეშორებინა მაკიაჟი, თუ მსურდა, რომ კანი დამეცვა და ის პრიალა ყოფილიყო. მის რჩევას ვითვალისწინებ. სახიდან მაკიაჟის მოშორების შემდეგ კი, დამატენიანებელ კრემს ვისვამ.
3. Hoyeon Jung – პირველ რიგში გაუფრთხილდი კანს და შემდეგ იფიქრე მაკიაჟზე“, - დედა ყოველთვის ამას მეუბნებოდა. როცა კანი გამომშრალი მაქვს, ალოეს ნიღაბს იყვიყენებ და ეს კანის საუკეთესო საშუალებაა.
4. Ez - სილამაზის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც დედამ მასწავლა არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავიძინო მაკიაჟით და ამავდროულად, ხშირად არ დავიბანო სახე წყლით, რადგანაც კანი ამ შემთხვევაში შრება და ჯანსაღ იერს კარგავს. კანის მოვლისთვის საუკეთესო საშუალებაა გვირილის ზეთი.
5. Gui Eh Park - დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გამომეყენებინა ერთი და იგივე დამატენიანებელი კრემი, არ შემეცვალა ის ხშირად და არ შევხებოდი სახეს ხელებით, რადგანაც ხელებიდან სახეზე უამრავი ბაქტერია გადადის.
6. Jinkyung Kim - დედა ყოველთვის მასწავლიდა, თუ გინდა, რომ ბავშვივით პრიალა, ფაფუკი და გლუვი კანი გქონდეს, გამოიყენე ის პროდუქტები, რომლებსაც დედები ბავშვებისთვის იყენებენ. კანის მოვლის ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს. ყველას ვურჩევ, რომ საბავშვო კრემები გამოიყენოს.
თემები: რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია