ოდრი ჰეპბერნი არაერთი მიზეზითაა ლეგენდარული. გარდა იმისა, რომ ის უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობი იყო, ის ასევე გახლდათ ინსპირაციის წყარო ქლაებისთვის, რომლებიც ბაძავდნენ მას, ცდილობდნენ ისე ჩაეცვათ, როგორც ოდრი იცვამდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ოდრი ჰეპბერნი ბევრი ქალის შთაგონების წყაროა.

ის იყო გამხდარი, ულამაზესი ფიგურით. ამბობდნენ, რომ მისი სიგამხდრე გამოწვეული იყო წლების განმავლობაში კვებითი დარღვევებით. მაგრამ ყოველივე არ შეეფერებოდა სიმართლეს.

მსახიობი არასოდეს ყოფილა დიეტაზე. „მას უყვარდა იტალიური საჭმელი, სპაგეტი. მიირთმევდა ბევრ ბოსტნეულს და ძალიან მცირე რაოდენობით ხორცს. მცირე რაოდენობით ყველაფერს ჭამდა“, - ამბობს ოდრის ვაჟი, ლუკა დოტი.

ოდრის პარტნიორი, რობერტ უოლდერსიც ასევე იხსენებს, რომ მსახიობი არასოდეს ყოფილა დიეტაზე. „მას ჯანსაღი მეტაბოლიზმი ჰქონდა, სწორედ ამიტომ იყო ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში“- ამბობს უოლდერსი.

ოდრი ჰეპბერნის კვების რაციონი მარტივ საკვებს შეიცავდა. ცდილობდა ჯანსაღი საჭნელი მიეღო. საუზმის დროს ის პურსა და ჯემს მიირთმევდა, ლანჩის დროს მცირეოდენ ხორცსს, ან სპაგეტის, ასევე ბოსტნეულს, რომელიც მისსავე ბაღში იყო დაკრეფილი. სადილის დროს ოდრი ბოსტნეულის, ან ქათმის სუპს ჭამდა. უოლდერსის თქმით, ოდრის ძალიან უყვარდა შოკოლადი და ყოველი სადილის შემდეგ აუცილებლად მიირთმევდა შოკოლადს.

ყველაზე მეტად კი, ჰეპბერნს სპაგეტის სახეობა, al pomodoro ჰყვარებია. როგორც მისი ვაჟი ამბობს, ამ საკვებზე ერთგვარად დამოკიდებულიც კი ყოფილა. სპაგეტის ის სახლში, საკუთარი ხელით ამზადებდა.

„ის უბრალოდ ვერ ძლებდა სპაგეტის გარეშე. შეეძლო მარტო ყოფილიყო და არაფერი გახსენებოდა თუ სპაგეტი ჰქონდა“, - იხსენებს დოტი.