მამაკაცები, ქორწინება და ფული - 18 რამ, რაც დედამ ქალიშვილს უნდა ასწავლოს
- 20.07.2018
მოზარდი გოგონებისთვის უმნიშვნელოვანესია ორივე მშობლისროლი, თუმცა ამჯერად ვნახოთ 18 რამ, რაც დედამ თავის ქალიშვილს უნდა ასწავლოს:
18. დააყენე საკუთარი თავი პირველ ადგილას - იცოდე სიყვარული, სხვების პატივისცემა, მაგრამ ნურავის შესწირავ საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს.
17. იზრუნე საკუთარ სხეულზე, საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე - აქციე ჯანმრთელობა პრიორიეტად. იცოდე, როგორ იკვებო ჯანსაღად.
16. „ცუდი ბიჭები“ მომხიბვლელები არიან, მაგრამ შენ მათ ვერ გამოასწორებ - არის რაღაც, რაც გოგონების დიდ ნაწილს მოსწონს „ცუდ ბიჭებში“, რაც იზიდავთ მათში, მაგრამ როცა ამ ბიჭებს უახლოვდებით მათი ხასიათის შტრიხები არც ისე მოსაწონი ხდება და იცოდე, რომ ვერ შეცვლი მათ. ისწავლე განასხვავო ცუდი და კარგი.
15. იცოდე, რომ მამაკაცს პარტნიორი სჭირდება, შენ უნდა იყო მისი პარტნიორი და არა მისი დედა - შენ უნდა იზრუნო შენს საყვარელ ადამიანზე და მისგანაც იმავეს უნდა იღებდე. არ უნდა იქცე მის დედად.
14. ფული შენახვა დაიწყე პირველივე ხელფასიდან - ნუ დახარჯავ ფულს უსარგებლო ნივთებში.
13. ისწავლე როგორ განკარგო ფინანსები - დაგეგმე წინასწარ და გეგქმის მიხედვით იმოქმედე. ფული დახარჯე ჭკვიანურად.
12. იმოგზაურე - ყოველთვის გექნება სამუშაო, პასუხისმგებლობები, უამრავი საქმე, მაგრამ აუცილებლად უნდა გამონახო დრო და ფული მოგზაურობისთვის. დაზოგე ფული ყოველწლიური მოგზაურობისთვის.
11. შენი სხეული მხოლოდ და მხოლოდ შენ გეკუთვნის - შენ შესანიშნავი ხარ. გიყვარდეს შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. ნუ მოინდომებ გარეგნობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მიღებული სტანდარტების დაკმაყოფილებას. იყავი ინდივიდუალური, უნიკალური ისეთი, როგორიც ხარ სინამდვილეში და არა ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა რომ იყო. ნურავის მიბაძავ.
10. შენ გაქვს უფლება თქვა „არა“ - ნუ გააკეთებ იმას, რაც არ გსურს. როცა რაიმის კეთების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობ, უბრალოდ თქვი „არა“.
9. ქორწინება წარმატებულია მაშინ, როცა საქმეს, პასუხისმგებლობებს თანაბრად ინაწილებთ - როცა იღებ საპასუხოდ იგივეს, რასაც გასცემ, როცა ქორწინების სიმყარისთვის მხოლოდ შენ არ იხარჯები. ქორწინება, სიყვარული ურთიერთპატივისცემის გარეშე წარმოუდგენელია.
8. საკუთარ ღირებულებებს ნურაფერში გაცვლი - სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს დაკარგავ.
7. შენი მეგობრები შენი ძალაა - ეცადე გარშემო წარმატებული ადამიანები შემოიკრიბო, რომლებიც შენც წარმატებისკენ გიბიძგებენ.
6. ის, თუ რამდენად ბედნიერი და პოზიტიური ხარ, განსაზღრავს იმას, თუ რამდენად ბედნიერი იქნება შენი ქორწინება - მამაკაცი ვერ გაქცევს ბედნიერად და არც შენ არ შეგიძლია ის ბედნიერად აქციო. შენ შინაგანად უნდა იყო ბედნიერი. გააკეთე ის, რაც სიხარულს მოგანიჭებს და ნუ დაელოდები, თუ როდის გაგაბედნიერებს სხვა.
5. ნუ დაადანაშაულებ საკუთარ თავს - ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ არ არის კარგი მეუღლე, კარგი შვილი, კარგი მშობელი. ნუ მოიქცევი ასე. იცოდე, რომ სრულყოფილი არავინაა. შენ უბრალოდ უნდა ისწრაფვოდე სრულყოფისკენ.
4. ჰკითხე საკუთარ თავს, თუ რა გსურს სინამდვილეში - იმოქმედე საკუთარი სურვილისამებრ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები ბედნიერი.
3. არავის მისცე უფლება გითხრას: „მაგრამ შენ გოგო ხარ“ - დიახ, შენ გოგო ხარ და დიახ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ დაძლევ და არ არსებობს საქმე, რომელსაც ვერ გააკეთებ. ნუ მოუსმენ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან - „დარწმუნებული ხარ, რომ ამას შეძლებ? ეს რთული საქმეა, შენ ხომ გოგო ხარ“. ნუ მოუსმენ საზოგადოებას, რომელიც ცდილობს შენს ძალებში ეჭვი შეგატანინოს და თუ ქალიშვილი გეყოლება, მასაც იგივე ასწავლე.
2. იყავი კეთილი და შემწყნარებელი - უბრალოდ, იყავი ადამიანი.
1. იამაყე საკუთარი თავით - შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ, შენი კანი, თმა, სხეული, შენი ენა, კულტურა და პატივი ეცი სხვებს. გახსოვდეს, რომ ყველა თანასწორია. იამაყე შენი უნიკალურობით იმდენად, რამდენადაც პატივს სცემ სხვების უნიკალურობას.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშვები
<a href="https://thedailynet.com/read">https://thedailynet.com/read</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია