LIFE

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

ზოგიერთი ქალისთვის ბედნიერების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქორწინებაა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ბედნიერებასთან ქორწინება არაფერ შუაშია.

არიან ქალები და მათ შორის პოპულარული ქალებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქორწინების გარეშეც შესაძლებელია იყო ბედნიერი.

1. სარა სილვერმანი - სარას არ სჭირდება მამაკაცი იმისთვის, რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს. ის ამბობს, რომ კარიერა, მეგობრები და ოჯახი აბედნიერებს. ამის შესახებ მან „ტვიტერშიც“ კი დაწერა. „ქორწინების გაფიქრება უბრალოდ ღიმილს მგვრის, ეს სისულელეა და არასოდეს დავქორწინდები“, - წერს სარა.

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

2. შონდა რაიმსი - „გრეის ანატომიის“ ერთ-ერთი შემოქმედი იხსენებს, რომ იყო შემთხვევა, როცა მას ხელი სთხოვეს, მაგრამ მან ეს შეთავაზება არ მიიღო და უარი თქვა ქორწინებაზე, რადგანაც ფიქრობს, რომ ქორწინება მისთვის არ არის. „მე ქორწინების გარეშეც ბედნიერი ვარ“, - ამბობს შონდა ჯეიმსი.

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

3. დაიან კიტონი - ეს შესანიშნავი მსახიობი ამბობს: „მე მიზიდავს მამაკაცები და მომწონს მათ გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ მამაკაცთან ერთად ცხოვრება? ეს აბსოლუტურად სხვა სამყაროა. მოდით, ვიყოთ რეალისტები, ამ შემთხვევაში შენ უნდა იყო ადამიანი, რომელსაც კომპრომისზე წასვლა შეუძლია. მე ამას ვერასოდეს შევძლებდი“.

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

4. დაიან კრიუგერი - მომხიბვლელ მსახიობსა და მოდელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, აპირებს, რომ არასოდეს მიიღოს დაქორწინების გადაწყვეტილება. 

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

5. კრისტინ დევისი - „ხშირად მიფიქრია, რატომ იღებს ეს ხალხი დაქორწინების გადაწყვეტილებას? ზოგიერთი ამ ნაბიჯს ისე დგამს, ვერც იაზრებს რას აკეთებს. ვფიქრობ, რომ არასოდეს მომინდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. არ მესმის, რატომ უნდა დავთმო თავისუფალი ცხოვრება. ქორწინება ხომ გარკვეულწილად თავისუფლების შეზღუდვასაც გულისხმობს?!“, - ამბოსბ დევისი. 

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

6. ოპრა უინფრი - ოპრა ამტკიცებს, რომ შესაძლებელია გქონდეს წარმატებული, ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინების გარეშე. ტელეწამყვანი თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად 30 წელზე მეტია ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ თანაცხოვრებას არ სჭირდება გაოფიციალურება. 

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის

7. კორტნი კარდაშიანი - კორტნი კიდევ ერთი პოპულსრული ქალია, რომელსაც თავის საყვარელ მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ ის არ აპირებს ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემას და დაქორწინებას. კორტნი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია საყვარელ მამაკაცთან ერთად იცხოვრო ოფიციალური ქორწინების გარეშე.

7 პოპულარული ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბედნიერებისთვის ქორწინება საჭირო არ არის



<a href="https://celebs.allwomenstalk.com">https://celebs.allwomenstalk.com</a>