შეიძლება თუ არა თმის დაბანა ყოველ დღე? - ვარსკვლავების სტილისტის რჩევები
- 30.07.2018
ალბათ გსმენიათ რჩევა იმის შესახებ, რომ თმის დაბანა ყოველ დღე არ შეიძლება. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მითი და მცდარი შეხედულებაა. თმასაც ისევე სჭირდება ზრუნვა, როგორც კანს, სახეს. დაბანის შედეგად ერთგვარად სტიმულირდება თავის კანი, თმის ძირები და ის უფრო ჯანსაღი და ძლიერი ხდება.
ჰოლივუდის ვარსკვლავების თმებზე ზრუნავს ლორდ რამოსი, რომელიც ამბობს, რომ თმის ცვენის შემცირება, თმის დაზიანების თავიდან აცილება მასზე ყოველდღიურად ზრუნვის შედეგია. მისივე თქმით, როცა თმას ყოველ დღე იბანთ, ის უფრო სწრაფად იზრდება.
„მითია ის, რომ შამპუნით თმა უნდა დაიბანოთ ყოველ მეორე დღეს. თმას ყოველ დღე სჭირდება დაბანა. გარემო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ რეალურად ძალიან დაბინძურებულია, ავტომობილების გამონაბოლქვი, მტვერი, ასევე ოფლი აჭუჭყიანებს და უარყოფითად მოქმედებს თმაზე და ამიტომაც აუცილებელია მისი ყოველ დღე დაბანა. არ დაიჯეროთ როცა ამბობენ, რომ ხშირად დაბანის შედეგად თმა შრება და ზიანდება,“ - ამბობს რამოსი.
რამოსის თქმით, თმას არა ყოველდღიურად დაბანა, არამედ არასწორი მოვლა აზიანებს. ის გვირჩევს, რომ თმა არავითარ შემთხვევაში არ დავიბანოთ ცხელი წყლით. ცხელი წყალი აზიანებს თმას, თავის ქალას, იწვევს ქერტლის გაჩენას. ეს ერთი ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია ადამიანის სხეულის, ამიტომაც დაბანის დროს აუცილებლად დაიბანეთ თბილი და არა ცხელი წყლით.
ყურადღება მიაქციეთ დამატენიანებელი საშუალების არჩევას. არის თმისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საშუალებები და არის თავის ქალისთვის განკუთვნილი, აბსოლუტურად განსხვავებული საშუალებები.
განსაკუთრებით ეფექტური შედეგი აქვს თავის თავის ქანისთვის განკუთვნილ საშუალებებს. ის კვებავს თმის ძირებს, რაც აუცილებელია თმის სიჯანსაღისთვის.
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თმას მხოლოდ გარედან არ სჭირდება კვება და მხოლოდ დამატენიანებელი საშუალებებით და შამპუნებით ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს და არ გექნებათ ჯანსაღი თმა თუ სწორად არ იკვებეთ და შესაბამისი ვიტამინები არ მიეწოდა თმას. აუცილებელია ჯანსაღი, სწორი კვება და ასევე თავის ქალაზე ხელის ფაქიზი მოძრაობით მასაჟი. უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით C ვიტამინი და ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.
თემები: თმა, სტილი, რჩევები ქალებს, ტრენდი, რჩევები
<a href="https://www.femalenetwork.com">https://www.femalenetwork.com</a>