დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი, სტილის თვალსაზრისით დანარჩენი ქალების მიბაძვის ობიექტები არიან, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი დიდად არ გამოირჩევიან ორიგინალურობით და უმეტესწილად თავიანთი ქმრების დედის, პრინცესა დაიანას სტილის წესებს ითვალისწინებენ და ცდილობენ ისე ჩაიცვან, როგორც ლედი დის ეცვა.

რაც შეეეხება დაიანას, ის ნამდვილად იყო ორიგინალური და სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით გამოირჩეოდა. სამოსი, რომელსაც წლების წინ ატარებდა, დღემდე მოდაშია და ინარჩუნებს აქტუალურობას.

ამჯერად ვნახოთ დაიანას საზაფხულო სტილი.

1. ღია ყვითელი შარვალი და მაისური - ფოტო 1981 წელს პოლოს მატჩის დროსაა გადაღებული.

2. ცისფერი, რომანტიკული ქვედა ბოლო და ამავე ფერის მაისური - 1980 წლის ზაფხული.

3. კოპლებიანი სამოსი - 1983 წელი. ასეთი სამოსი წელს განსაკუთრებით აქტუალურია.

4. პრინცესა დაიანა თეთრი, მოკლე კაბით, 1995 წელს ლონდონში.

5. ლედი დი ველოსიპედისტის შორტებით - ასეთი საზაფხულო სამოსი წელს ისევ დაუბრუნდა მოდას და ვინც თანამედროვე ტენდენციებს თალს ადევენბს, იცის, რომ ასეთი შორტებით ხშირად ჩნდებიან სუპერმოდელები. განსაკუთრებით კი ის ბელა ჰადიდის საყვარელი სტილია.

6. 1997 წლის ზაფხული და პრინცესა დაიანა საცურაო კოსტიუმში.

7. მაღალწელიანი და წვივამდე შარვლით, რომელიც დაიანამ კლასიკურ პერანგსა და დაბალ ფეხსაცმელებს შეუსაბამა - 1997 წლის ზაფხული.

8. ლეოპარდის პრინტით გაფორმებული საცურაო კოსტიუმით - 2018 წელს ასეთი საცუარო კოსტიუმები განსაკუთრებით აქტუალურია.

9. დაიანა თავისუფალი სტილის შორტითა და თეთრი მაისურით - კიდევ ერთი სტილი, რომელიც კვლავ აქტუალურია.

10. პრინცესა ვარდისფერ ბიკინებში - 1993 წლის ზაფხული.

11. დაიანა ღია ფერის სამოსით - 1983 წლის ზაფხული.

12. პრინცესა შავ-თეთრი, ელეგანტური საცურაო კოსტიუმით - 1997 წლის ზაფხული.

13. პრინცესა წითელი საზაფხულო კაბით.