მშობლები

მკაცრი დედების გოგონები უფრო წარმატებულები არიან - ახალი კვლევის შედეგი

მკაცრი დედების გოგონები უფრო წარმატებულები არიან - ახალი კვლევის შედეგი

რა აქცევს გოგონას წარმატებულ ქალად? - ინტელექტი, ბევრი შრომა, საკუთარი თავის რწმენა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი... ჩამონათვალი შეიძლება ძალიან გრძელი იყოს.

საინტერესო ის არის, როგორ უნდა დაეხმაროს დედა თავისი აღზრდის მეთოდებით ქალიშვილს იმ მახასიათებლების გამომუშავებაში, რომლებიც წარმატებისთვისაა აუცილებელია.

მკაცრი დედების გოგონები უფრო წარმატებულები არიან - ახალი კვლევის შედეგი

მეცნიერები და ფსიქოლოგები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ. ფსიქოლოგების განმარტებით, აღზრდის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სიმკაცრის გამოჩენაა. თუმცა, რასაკვირველია აქ საუბარი არ არის ზღვარსგადასულ, ძალადობაში გადაზრდილ სიმკაცრეზე.

გესმის რას გეუბნები? შეასრულე საშინაო დავალება? ისწავლე გაკვეთილები? გარეცხე თეფშები? რატომ არის შენი ტანსაცმელი მიმოფანტული? სახე დაიბანე? კბილები კაიხეხე? ოთახი დაალაგე?

მკაცრი დედების გოგონები უფრო წარმატებულები არიან - ახალი კვლევის შედეგი

თუ ამ და მსგავს კითხვებს ხშირად უსვამთ თქვენს ქალიშვილს და თქვენი მიმართვის ტონი მკაცრია, ვიცით, რომ ეს თქვენთვის არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ სამომავლოდ კარგია თქვენივე შვილისთვის.

ყველა წარმატებული ქალის უკან მკაცრი, მომთხოვნი და „შარიანი“ დედა დგას - სწორედ ასე წერია ახალი კვლევის დასკვნაში, რომელშიც 15 500 ქალი იღებდა მონაწილეობას.

კვლევამ აჩვენა, რომ თუ დედას თავისი ქალიშვილის ბავშვობაშივე აქვს დიდი მოლოდინები მის მიმართ, ითხოვს მისგან მაქსიმუმს, განსაკუთრებით კი განათლების მიღების თვალსაზრისით, სწორ გზაზე დგას.

მკაცრი დედების გოგონები უფრო წარმატებულები არიან - ახალი კვლევის შედეგი

ასეთი ქალების გოგონებს უყალიბდბათ დიდი მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. ისინი იღებენ სხვებზე უკეთეს განათლებას და უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უვითარდებათ, არ იჩენენ საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას.

ის, რომ დედას დიდი მოლოდინები აქვს შვილისადმი და მისგან მაქსიმუმს ითხოვს, გოგოგნას უყალიბებს უნარს, რომ მიიღოს მაქსიმალურად სწორი, წარმატების მომტანი გადაწყვეტილებები.

ასე რომ, ნუ იდარდებთ თქვენი სიმკაცრის გამო, იმის გამო, რომ შესაძლოა, ბევრის ითხოვდეთ შვილისგან. თქვენ სწორად იქცევით და დიდი ალბათობით, თქვენი გოგონა მომავალში წარმატებული იქნება.



<em><a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a></em>