სიზარმაცე არ არის ბუნებრივი ჩვევა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს დაკისრებული დავალების არ ცოდნით, გაჭიანურებით, ან სამუშაოს შესასრულებლად მოტივაციის ნაკლებობით.
როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, თუ სიზარმაცე შემოიჭრა თქვენს ყოველდღიურობაში და დანებდებით, ეს ძვირი დაგიჯდებათ. ერთადერთი გამოსავალი, სიზარმაცის დაძლევაა, რათა გახდეთ უფრო პროდუქტიული და სწრაფად მიაღწიოთ მიზნებს.
დაგეგმეთ თქვენი მიზნები
თუ არ გაქვთ მიზანი, რომელიც გიბიძგებთ ყოველდღე საათობით იმუშაოთ ან რომლის გამოც დილით ადგომა და მუშაობა გიწევთ, მაშინ აშკარად იგრძნობთ სიზარმაცეს.
გირჩევთ დახარჯოთ დრო იმ მიზნის პოვნაში, რომელიც მოგცემთ მოტივაციას და დაგეხმარებათ სიზარმაცის დაძლევაშიც.
ყოველდღიური სამუშაოების სია
იმის ცოდნა, თუ რა როდის უნდა გააკეთოთ, პირდაპირი შეტევაა სიზარმაცეზე. შემდეგი დღის დაგეგმვა სამუშაოების სიის შედგენით არა მხოლოდ დაგამშვიდებთ, არამედ გიბიძგებთ მომდევნო დღის სამუშაო მზადყოფნისკენ. თქვენც პროდუქტიული და სიზარმაცისგან თავისუფალი გახდებით.
დაიწყეთ ადრიანი დილა ყველაზე რთული საქმით, როცა ენერგიით სავსე ხართ, რათა საღამოს დაღლილზე, უფრო მარტივი სამუშაო გქონდეთ.
მხარდამჭერი გარემო
სიზარმაცე გადამდებია. თუ ადამიანებს, რომლებთანაც მეგობრობთ, მუდმივად ეზარებათ მუშაობა და მიზნების დასახვა, მაშინ თქვენთვის უფრო ადვილია უბრალოდ მოერგოთ ამ განწყობას და აზროვნებას. უმჯობესია გქონდეთ კომპანია, რომელიც შთაგაგონებთ მიაღწიოთ მიზანს სიზარმაცის დასაძლევად.
თუ გიჭირთ კომპანიის შეცვლა, შეგიძლიათ გაეცნოთ წარმატებულ პერსონებზე ინფორმაციას. ეს შესანიშნავი გზაა თქვენი აზროვნების შესაცვლელად და მოტივაციის ასამაღლებლად.
სისუფთავე
გარემო დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. თუ ირგვლივ ყველაფერი არეულია, ეს თქვენს გონებაშიც ქაოსს შექმნის.
სუფთა სახლს აქვს დადებითი განწყობა. ის გიბიძგებთ იმუშაოთ სავსე ენერგიით. ასევე, ლამაზად ჩაცმა და პირადი ჰიგიენის დაცვა დადებითად აისახება თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
პოზიტიური საუბარი
თუ სიზარმაცე დაგძლევთ, იფიქრეთ პოზიტიურად და გაამხნევეთ საკუთარი თავი: „ნელი დილა იყო, მაგრამ ახლა დროა ავჩქარდე და დავასრულო საქმე.” ფსიქიკური პოზიტივის ზრდა შეცვლის თქვენს ქმედებებს.
თქვენ ხართ საკუთარი თავის მწვრთნელი, საკუთარი შთაგონების წყარო. თუ მოუყვებით საკუთარ თავს შთამაგონებელ რამეებს და დაადასტურებთ ქმედებებით, ცხოვრებას გაიმარტივებთ. ნუ გაფლანგავთ დროს სიზარმაცეში.
ჯანსაღი და აქტიური დილის რუტინა
დილის რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია. თუ გსურთ მთელი დღე აქტიური გქონდეთ მიჰყევით ამ რჩევებს:
დალიეთ ორი ჭიქა წყალი უზმოზე.
ივარჯიშეთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს გაჭიმვა, სირბილი, იოგა, ან ცეკვა.
მიიღეთ ჯანსაღი საუზმე, რომელიც გაჯერებული იქნება ცილებით და ნახშირწყლებით.
სწორი ძილი
ძილის ნაკლებობა სიზარმაცის ერთ-ერთი მიზეზია. ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: სწორი ძილი, მინიმუმ 7-დან 8 საათამდე.
უმჯობესია იძინოთ საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე. ეს არის დრო, როდესაც თქვენი სხეული ემზადება დასაძინებლად.
უმჯობესია შეწყვიტოთ ტელეფონის გამოყენება საწოლში და ჩაანაცვლოთ ის წიგნის კითხვით ან წყნარი მუსიკის მოსმენით.
ხანდახან სიზარმაცე შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ მუშაობა და აქტიურობა კმაყოფილებით აგავსებთ.
უმჯობესია დაძლიოთ სიზარმაცე და იმოქმედოთ სწორად თქვენი მიზნების მისაღწევად.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი