რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომყველაზე უშნო ფეხსაცმელად მიჩნეული ე.წ. კროქსების წარმოება ზოგიერთმა მწარმოებელმა შეწყვიტა. თუმცა კროქსებთან დაკავშირებული თემა კვლავ აქტუალურია.
როგორც ვიცით, ასეთი ფეხსაცმელი უკვე არსებობდა პლატფორმა ქუსლზე და მისი შექმნა ქართველ დიზაინერს, დემნა გვასალიას უკავშირდება.
ამჯერად დიზაინერები ამ ფეხსაცმლის კიდევ ერთ ტრანსფორმაციას გვთავაზობენ - „კროქსები“ წვრილ და მაღალ ქუსლზე.
მოდის ექსპერტებმა მას უკვე უწოდეს ყველაზე ექსტრემალური ფეხსაცმელი.
ამ ფეხსაცმლის შექმნის ინსპირაციის წყარო დემნა გვასალიას მიერ შექმნილი პლატფორმა კროქსები გახდა.
მისი ავტორი 21 წლის ხელოვანი გაბ ბოისია, რომელიც „ინსტაგრამზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და თავისი ნამუშევარი სწორედ „ინსტაგრამის“ საშუალებით გააცნო მიმდევრებს.
გაბედავდით ასეთი ფეხსაცმლის ჩაცმას?
თემები: საქმიანი ქალები, ფეხსაცმელი, 2018 წლის ტენდენციები, კროქსები
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>