მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ქალები თავს ბედნიერად გრძნობენ და მათთვის ცხოვრება სასიამოვნოა
- 16.08.2018
მკვლევარებმა გამოაქვეყნეს მსოფლიოს იმ ქვეყნების სია (2018 ranking from US News & World Report)სადაც ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე კარგი გარემოა შექმნილი და სადაც ისინი თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობენ. კვლევაში მსოფლიოს 80 ქვეყნის ს 9 000-ზე მეტი ქალი იყო ჩართული.
შეფასდა ადამიანის უფლებები, გენდერული ბალანსი, შემოსავალი, უსაფრთხოების ხარისხი და განვითარების შესაძლებლობის მაჩვენებელი და სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეადგინეს ქვემოთ მოცემული რეიტინგი.
ვნახოთ მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო გარემოა შექმნილი.
10. გერმანია - 10 ქულიანი სისტემიდან გერმანიას 9,2 ქულა აქვს ქალების პროფესიული განვითარების შესაძლებლობის, კარიერული წარმატების შესაძლებლობის თვალსაზრისით, 8,2 ქულა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანას 7,6 ქულა აქვს.
9. ახალი ზელანდია - 2017 წელს პრემიერ მინისტრი ჯაკინდა არდენი გახდა. ის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლიდერია. ახალ ზელანდიას გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით 7,6 ქულა აქვს.
8. ავსტრალია - ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანას მაქსიმალური, 10 ქულა აქვს, თუმცა შედარებით დაბალი მაჩვენებელია გენდერული ბალანსის დაცვის კუთხით - 8,4 ქულა.
7. შვეიცარია - გენდერული ბალანსის დაცვის მაჩვენებელი კველევის თანახმად აქ 9 ქულაა 10 ბალიანი სისტემიდან.
6. კანადა - ქვეყანას მაღალი მაჩვენებელი აქვს ადამიანის უფლებებისა და გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით.
5. ფინეთი - ამ ქვეყანაში საუკეთესო გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ქალებმა კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მიაღწიონ.
4. ნიდერლანდების სამეფო - აქ მაქსიმალურად ცდილობენ გენდერული ბალანსის დაცვას ცხოვრების ყველა მიმართულებით.
3. ნორვეგია - მსოფლიოს ქვეყნებს შორის ნორვეგია მესამე ადგილზე გავიდა. აქ გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2. შვედეთი - შვედეთში პროგრესული დამოკიდებულება აქვთ გენდერული თანასწორობის მიმართ და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
1. დანია - აღიშნულ კვლევაში დანია პირველ ადგილს იკავებს. კვლევის თანახმად, ამ ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ქალი იყოს წარმატებული, თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. დაცულია გენდერული ბალანსი და ადამიანის უფლებები.
თემები: სიყვარული, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ჯანმრთელობა, ქალები
<a href="https://www.businessinsider.com">https://www.businessinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია