1. ვერძი - ვერძს სურს, რომ ისეთი მრისხანება აჩვენოს ადამიანებს, რომ სუნთქვა შეეკრას ყველას შიშისგან, ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს. რეალურად მაშინ, როცა არაფერი არ ხდება საგანგაშო, ვერძი ცდილობს თავისი ქმედებით აგაფორიაქოთ, აგანერვიულოთ და ეს კარგადაც გამოსდის. ვერძებს მოსწონთ თავიანთი ტემპერამენტის ჩვენება.

2. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მოსწონთ, როცა სხვებს წყობიდან გამოიყვანენ და შემდეგ თავად მშვიდად არიან. ვერძის მსგავსად, მასაც ხიბლავს აჩვენოს გარშემომყოფებს თავისი ძალა. ის შოუს სუპერვარსკვლავია. წარმოდგენის გამართვა კარგად ეხერხება. შესაძლოა სრულიად უმიზეზოდ ნამდვილი დრამის მეფედ გადაიქცეს.

3. მშვილდოსანი - როგორც ვხედავთ რეიტინგს ცეცხლის ნიშნები ლიდერობენ. მშვილდები საუკეთესო მსახიობები არიან, თუმცა ვერძებისა და ლომებისგან განსხვავებით მათი წარმოდგენები სიბრაზის ფრქვევას არ ითვალისწინებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სჩვევიათ ამბების გაბუქება. რამეს ისე მოგიყვებიან, რომ ჰოლივუდურ ფილმში გეგონებათ თავი, თუმცა მზად უნდა იყოთ იმედგაცრუებისთვის, რადგანაც მათი მონათხრობის დიდი ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება. გირჩევთ, ყველაფერს ნუ დაუჯერებთ.

4. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ამ ქვეყნად საკუთარი თავის მსგავსად არავინ უყვართ. ისინი მოითხოვენ თქვენგან პატივისცემას და ამისთვის ყველანაირ მეთოდს მიმართავენ. ყურადღების მისაპყრობად მზად არიან მსახიობის ნიჭიც გამოავლინონ და რაიმე უჩვეულო დაგაჯერონ.