LIFE

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?

მყარი სასიყვარულო ურთიერთობის შეარჩუნება რომ მარტივი არაა, ცხადია. თანამედროვე წყვილები არაერთი გამოწვევის წინაშე არიან, არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევთ და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში თანაცხოვრება ვერ არის წარმატებული.

ხდება ისეც, რომ წყვილები შორდებიან მაშინაც, როცა ერთმანეთი ძალიან უყვართ. ფსიქლოგები გამოყოფენ 6 მთავარ მიზეზს, რომელთა გამოც ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები განშორების გადაწყვეტილებას იღებენ.

1. წყვილს შორის ბევრი საიდუმლოა, პარტნიორები არ ესაუბრებიან ერთმანეთს ღიად და გულწრფელად - შესაძლოა, პარტნიორებს ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ როცა წყვილს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა, ეს დიდ პრობლემებს იწვევს. ურთიერთობა ვერ გასტანს დიდხანს, თუ საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი და საყვარელ ადამიანთან არ საუბრობთ.

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?

2. აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები და მიზნები გაქვთ - შეუძლებელია, რომ ორი ადამიანის შეხედულებები და მიზნები ზუსტად ერთნაირი იყოს, მაგრამ თუ აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოთ, თუ საერთო ინტერესი არაფერი გაქვთ, ეს ურთიერთობაში ხელს შეგიშლით და თანაცხოვრება ნამდვილ დრამად გადაიქცევა. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როცა მყარი ურთიერთობისთვის სიყვარული არ არის საკმარისი. 

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?

3. უთანხმოება ფულთან დაკავშირებით - როგორც წესი, ფული ურთიერთობაში დიდ პრობლემებს აჩენს და ამ საკითხზე თუ ვერ თანხმდებით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გიყვართ ერთმანეთი. თანაცხოვრება განწირულია. როცა ერთი გამოიმუშავებს, ხოლო მეორე მხოლოდ ხარჯავს, როცა არ ინაწილებთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ვალდებულებებს, პრობლემები იჩენს თავს. 

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?

4. პარტნიორი არ გესაუბრებათ - კომუნიკაციის პრობლემაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ეს განსხვავებული შემთხვევააა - თქვენ ცდილობთ იყოთ გახსნილი, ესაუბროთ მას, თუმცა ის არ გიზიარებთ თავის ფიქრებს, დარდს და სიხარულს და საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ეს ის ურთიერთობაა, რომელსაც სიყვარული ვერ გადაარჩენს. 

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?

5. პარტნიორი საწოლში ეგოისტურად იქცევა - მას არ აინტერესებს თქვენი სურვილები, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. ეს ამძაფრებს წყვილს შორის უარყოფით დამოკიდებულებას, ნეგატივს და კონფლიქტის გაჩენის წინაპირობაა. 

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?

6. ყალბი ნდობა - ზოგჯერ სასიყვარულო ურთიერთობებში პარტნიორები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ენდობიან, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის და ყოველთვის ცდილობენ გადამოწმებას მოატყუა თუ არა საყვარელმა ადამიანმა რაიმე. საყვარელი ადამიანისადმი პატივისცემის გამოჩენა უმნიშვნელოვანესია ურთიერთობის სიმყარისთვის და მსგავსი ქმედებით კი ადამიანები ერთმანეთისადმი უპატივცემულობას იჩენენ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ძალიან გიყვართ ერთმანეთი, ამ შემთხვევაშიც თანაცხოვრება განწირულია. 

როცა სიყვარული საკმარისი არ არის - რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ?



<a href="https://thedailynet.com/">https://thedailynet.com/</a>