19 აგვისტოდან მერკური ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რის გამოც ცხოვრებაში და განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.

ასტროლოგების რჩევით, 19 აგვისტოდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოგიკური აზროვნების უნარის გამოჩენა. სასიყვარულო ურთიერთობებში უნდა იმოქმედოთ არა ინტუიციურად და გულის კარნახით, არამედ რაციონალურად.

აუცილებლად კარგად აწონ-დაწონეთ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით.

თუ რაციონალურობას გამოიჩენთ, სამყარო სასიყვარულო ურთიერთობაში დიდ წარმატებას გპირდებათ.

ადამიანების უმეტესობას სიყვარულში გამოწვევა ელოდება. შესაძლოა რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. იყავით უფრო გახსნილები და კომუნიკაბელურები. ჯანსაღი კომუნიკაციის საშუალებით შეძლებთ პრობლემების მოგვარებას.

პრობლემები მოულოდნელად იჩენს თავს ისე, რომ შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ რა გახდა მათი წარმოშობის მიზეზი. ვინაიდან მერკური ლომში იქნება, აღნიშნულის გავლენით, გაგიჭირდებათ სწორი გზის დანახვა მყისიერად და გამოსავლის საპოვნელად დიდი დრო დაგჭირდებათ.

ის, ვინც მარტოხელაა, უნდა იყოს უფრო გახსნილი და მზად სიყვარულისთვის, ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის, რადგანაც ცხოვრება მას სიყვარულის პოვნის შანსს მისცემს. მთავარია, რომ დაინახოს ეს შანსი და შეძლოს მისი გამოყენება.

ეცადეთ დაინახოთ და აღიაროთ ის შეცდომები, რომლებიც დაუშცით, განუმარტეთ საყვარელ ადამიანს თქვენი ქმედების რეალური მიზეზები. მხოლოდ ასე შეძლებთ სირთულეების თავიდან აცილებას.

ღიად ისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმების შესაძხებ, რომლებიც თქვენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება. უთხარით მას თქვენი მიზნების, ოცნებების, მისწრაფებების, სურვილების შესახებ.