LIFE

როგორ გამოიყურებოდეთ იდეალურად - 28 მთავარი წესი ლამაზი ქალებისგან

როგორ გამოიყურებოდეთ იდეალურად - 28 მთავარი წესი ლამაზი ქალებისგან

როგორ გამოიყურებოდეთ ყოველთვის მომხიბვლელად და იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად, ამაში ქვემოთ ჩამოთვლილი ოქროს წესები დაგეხმარებათ.

1. არ დაგავიწყდეთ დაიბანოთ სახე ძილის წინ. არანაირი დაღლილობა არ შეიძლება გახდეს თავის მართლების მიზეზი, რომ საღამოს მაკიაჟი მოიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანი დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდება, გაგიჩნდებათ ნაადრევი ნაოჭები და შავი წერტილები.

როგორ გამოიყურებოდეთ იდეალურად - 28 მთავარი წესი ლამაზი ქალებისგან

2. მოძებნეთ წითელი პომადის თქვენი იდეალური ტონალობა. წითელი პომადა - ნებისმიერი ქალის უნივერსალური დამხმარეა, რომელსაც შეუძლია გამოაცოცხლოს ყველაზე უფერული ჩაცმულობაც კი. მთავარია შეარჩიოთ საკუთარი ფერი: კანის თბილ ფერებს უხდება რბილი მარჯნისფერი, უფრო მუქ ფერებს კი - მკვეთრი წითელი, ბროწეულისფერი ან ალუბლისფერი.

3. დაიცავით კომპლექსური მოვლა. ნიღბების გაკეთება ძალიან კარგია, მაგრამ მოვლის არანაირი საშუალება არ გიშველით, თუ სწორად არ იკვებებით, ხშირად არ იქნებით სუფთა ჰაერზე და დაიძინებთ 7 საათზე ნაკლებს.

4. ისწავლეთ დამოუკიდებლად გაიკეთოთ ვარცხნილობა. არსებობს ერთი ეშმაკობა, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ იდეალურ ვარცხნილობას სახლის პირობებში. თავის დაბანის შემდეგ შემოიხვიეთ თავზე მიკროფიბრის პირსახოცი, რათა შეიწოვოს ზედმეტი წყალი, შემდეგ გაიშრეთ თმა ბუნებრივი წესით, ამის შემდეგ კი მრგვალი სავარცხლისა და ფენის დახმარებით გაიკეთეთ ვარცხნილობა გრძელ ან მოკლე თმაზე. ასე თმა იქნება უფრო სწორი და მბზინვარე.

5. მოძებნეთ საკუთარი განუმეორებელი არომატი. აირჩიოთ პარფიუმი - არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ის ერთი გამოიყენოთ. უბრალოდ უნდა შეარჩიოთ ისეთი არომატი, რომ დაამახსოვრდეთ.

როგორ გამოიყურებოდეთ იდეალურად - 28 მთავარი წესი ლამაზი ქალებისგან

6. ყურადღება მიაქციეთ წარბების ფორმას. ნუ გამოეკიდებით მოდის წესებს. საკმარისია გაიკეთოთ კორექცია და გამოიყენოთ თმის ძირებზე ოდნავ ღია ფერის წარბების ფანქარი. ასე სახე ვიზუალურად უფრო ახალგაზრდა გახდება.

7. რეგულარულად განაახლეთ ვარცხნილობა. თმის სიგრძის დამოუკიდებლად, ვარცხნილობა უნდა განაახლოთ ორ თვეში ერთხელ. გახსოვდეთ, ვერანაირი ზეთი და შრატი ვერ გადაგარჩენთ გაყოფილი ბოლოებისგან.

8. მოუარეთ ხელებსა და ფრჩხილებს. მნიშვნელოვანია გქონდეთ ჯანმრთელი ფრჩხილები. ფრჩხილი დიზაინის არჩევანი უზარმაზარია. მთავარია ხელები გამოიყურებოდეს მოვლილი.

9. პრესის კუნთებზე მუშაობის დროს ცხიმი მუცელზე არ იწვება. პრესი იქნება, მაგრამ ცხიმის ფენის ქვეშ. იმისათვის რომ მუცელზე დაიწვას ცხიმი, მუდმივად შეწიეთ შიგნით მუცელი და დაძაბეთ კუნთები.

10. ყველაზე კარგად გვერდების მოსაშორებლად დაეხმარებათ ფეხის ქნევის ვარჯიშები, კუნთებისგან გაგათავისუფლებთ - გაწელვა, ფეხებისთვის - სიარული.

11. იმისათვის რომ კუნთები ლამაზად ჩამოყალიბდეს და ძალიან არ გაიზარდოს, ივარჯიშეთ კვირაში 2-3-ჯერ და ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად გააკეთეთ გაწელვა.

12. დილიდან უზმოზე დალიეთ 2 ჭიქა წყალი, შეიძლება ლიმონით, 10 წუთის შემდეგ 2 ს.კ. ზეითუნის ან სელის ზეთი (რათა მიიღოთ საჭირო ცხიმი, მკერდისთვის და მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებისთვის). ასევე შეიძლება ჭამოთ მწვანე ვაშლი.

როგორ გამოიყურებოდეთ იდეალურად - 28 მთავარი წესი ლამაზი ქალებისგან

13. 10-15 წუთში - საუზმე. ის უნდა იყოს სრულფასოვანი, რათა მიანიშნოს ორგანიზმს, რომ დროა გაიღვიძოს, და ასევე უზრუნველყოს ენერგიით მთელი დღე.

14. საჭმლის დროს და ასევე შემდეგ კიდევ 40 წუთი არაფერი არ დალიოთ! ეს აფერხებს საჭმლის მონელებას, იწვევს სიმძიმეს და კუჭის კედლების გაფართოვებას.

15. იკვებეთ ხშირად და ცოტ-ცოტა, კარგი მეტაბოლიზმისთვის საჭიროა იკვებოთ 5-ჯერ დღეში, ყოველ 3 საათში ერთი და იგივე დროს (იმისათვის რომ ორგანიზმი მიეჩვიოს და უკეთესად იმუშაოს).

16. აბანოები და საუნა არ წვავს ცხიმს, მხოლოდ გამოყავთ ორგანიზმიდან სითხე, რომელიც ბრუნდება 2 საათის შემდეგ.

17. არ ჭამოთ 6 საათის შემდეგ - სისულელეა. მთავარია არ ჭამოთ დაძინებამდე 3- 4 საათით ადრე.

როგორ გამოიყურებოდეთ იდეალურად - 28 მთავარი წესი ლამაზი ქალებისგან

18. 16 საათის შემდეგ - მხოლოდ ცილოვანი საკვები. ნახშირწყლები დღის მეორე ნახევარში გადაიქცევა ცხიმში.

19. კონტრასტული შხაპი - ყველაფრის პანაცეაა. ზრდის სისხლის ცირკულაციას, შესაბამისად, ჩქარდება მეტაბოლიზმი, სწორდება ცელულიტი, ასევე უმჯობესდება სახის ფერი და ნებისყოფა.

20. საგულდაგულოდ დაღეჭეთ საკვები. ისევ იმისათვის რომ გააუმჯობესოთ მეტაბოლიზმი. იცით, რატომ ჭამენ ზოგიერთები ბევრს და არ სუქდებიან? იმიტომ რომ მეტაბოლიზმი აქვთ კარგი. ეს ფრანგი ქალების საიდუმლოც არის - ისინი არ ჩქარობენ ჭამის დროს და არასოდეს არ იხემსებიან.

21. დანაყრების გრძნობა მოდის 20 წუთის შემდეგ, იმის მერე რაც საკმარისად შეჭამეთ. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის ჭამა შეიძლება 20 წუთში! ამიტომ ნელა ჭამეთ.

22. ყოველ საათში ერთხელ დალიეთ 1 ჭიქა წყალი (უკეთესია პატარა ყლუპებით - ასე უფრო სასარგებლოა). გადააქციეთ ეს სასიამოვნო პროცესად - დაამატეთ ლიმონი, პიტნა. შეიყვარეთ წყალი.

23. ყავა, სიგარეტი, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ფასტფუდი, ჩიფსები, მაიონეზი, ძეხვი - თქვენი ძირითადი მტერია. ზეპირად ისწავლეთ ეს სიტყვები და მოახდინე მათი ასოციაცია ცელულიტთან და გვერდებთან. შეიძულე ისინი!

24. თხილი, ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ მცირე რაოდენობით. სუპერკალორიული პროდუქტებია, ასე რომ მუჭა ნიგოზს, რომლითაც შეიძლება ადვილად გაერთო, შეიძლება დღის სრული კალორიულიბა შეგივსოთ. ამიტომ ნუ გაგიტაცებთ ცხიმები.

25. კარტოფილი - ოღონდ არა შემწვარი. თუ ძალიან გინდათ, ჭამეთ მოხარშული კარტოფილი კანიანად ან პიურე.

26. თეთრ და რუხ პურში ერთი და იგივე კალორიებია. ამიტომ მიეჩვიეთ ჭამოთ უპუროდ, ან გადადით ჭვავის პურზე.

27. არ დალიოთ ჩაი, საერთოდ დაივიწყეთ ეს ჩვევა! მხოლოდ თუ საჭმლისგან დამოუკიდებლად. და შაქრის გარეშე, რად გინდა ცარიელი ნახშირწყლები? ეს საწამლავია. შეცვალე ის თაფლით.

28. მწვანე ჩაი - 2 ჭიქა დღეში. ამშვიდებს, ხელს უწყობს გაწმენდას.



<a href="https://foxy-fit.ru">https://foxy-fit.ru</a>