LIFE

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

სანამ მამაკაცი ნამდვილ სიყვარულს იპოვის მას სხვადასხვა ტიპის ქალებთან აქვს რომანტიკული ურთიერთობა, ამბობს ფსიქოლოგი სამანტა როდმანი. როდმანი ქალებს გარკვეული მახასიათებლების მიხედვით კატეგორიებად ყოფს.

ფსიქოლოგი გამოყოფს ქალების 10 კატეგორიას, რომლებთანაც მამაკაცების ნაწილს ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე აქვს ურთიერთობა.

1. ე.წ. მამიკოს გოგო - ეს ქალები არ არიან მზად იმისთვის, რომ ცხოვრებაში მეორე მამაკაცი შეუშვან და მათ საკმარისი ყურადღება დაუთმონ. რა ასაკისაც უნდა იყოს ამ კატეგორიის ქალი, დახმარებისთვის ყოველთვის მამას მიმართავს.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

მამაც თავის ქალიშვილს ყველა სიტუაციაში ურეკავს და მზად არის მის გვერდით გაჩნდეს, როცა დასჭირდება. რომანტიკულმა პარტნიორმა შეუძლებელიც რომ გააკეთოს ამ ტიპის ქალისთვის, ის მაინც ვერ დაიმსახურებს სათანადო ყურადღებას. სწორედ ამიტომ, ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად სრულდება.

2. წვეულების მოყვარული ქალები - ამ გოგონებმა ზედმიწევნით კარგად იციან, სად იმართება საუკეთესო წვეულება, რომელია ქალაქის საუკეთესო კლუბები და ბარები. ასეთი ქალის გვერდით რომ იყო, თავადაც უნდა აჰყვე მისი ცხოვრების რიტმს. ამ კატეგორიის ქალები წვეულებებზე გიჟდებიან, არ შეუძლიათ გართობის გარეშე. ერთი მხრივ ეს კარგია, მათ გვერდით არასოდეს მოიწყენთ.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

მაგრამ დგება მომენტი, როცა მამაკაცს სურს საღამო სახლში მშვიდად გაატაროს. ის დროთა განმავლობაში ვეღარ ეგუება თავისი საყვარელი ქალის ასეთ სოციალურ ცხოვრებას. 

3. კარგი სტუდენტი - ასეთ ქალებთან შესაძლოა გრძელი და საინტერესო დიალოგები გქონდეთ, მაგრამ ამ გოგონებს არასოდეს აქვთ დრო, მუდამ სამეცადინო აქვთ, მუდამ გამოცდებისთვის ემზადებიან. ისინი თვლიან, რომ სწავლა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია და გარშემო ვერაფერს ამჩნევენ. მათთვის ურთიერთობის დანგრევა, განშორება არაფერს ნიშნავს. 

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

4. ეჭვიანი ქალი - მცირე დოზით ეჭვიანობა ნორმალურია. ხოლო ქალი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე უმიზეზოდ ეჭვიანობს, სახიფათოა. ამ კატეგორიის გოგონებს ეშინიათ მარტო დარჩენის, ეშინიათ, რომ მათი საყვარელი მამაკაცი ვინმე სხვას აირჩევს, ან უღალატებს მეგობრებთან, კოლეგებთან. მსგავსი დამოკიდებულება მამაკაცებისთვის რთულად ასატანია, ამიტომაც ისინი ურთიერთობის დასრულებას ამჯობინებენ.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

5. ჭორიკანა - ამ კატეგორიის ქალები საყვარელ მამაკაცებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ამბებს უყვებიან, რაც სხვების შესახებ იციან. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ამ კატეგორიის ქალთან ურთიერთობისას ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ უმჯობესია ეჭვიან ქალთან ცხოვრობდეს, რადგანაც ეჭვიანი ქალი ბევრს ფიქრობს, ხოლო ჭორიკანა დაუსრულებლად ლაპარაკობს სხვა ადამიანების შესახებ, რომელთა ამბებიც რეალურად ამამაკცებს არ აინტერესებთ.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

6. ქალი, რომელიც დედას მოსწონს - შესაძლოა, მამაკაცი მართლაც ფიქრობდეს, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვა და ყველაფერი შესანიშნავადაა მანამდე, სანამ დედას არ გააცნობს. როცა საყვარელ ქალს დედას წარუდგენს ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქალს მამაკაცის დედასთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე პარტნიორთან. აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცებს სულაც არ ხიბლავთ.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

ქვეცნობიერად მამაკაცი ფიქრობს, რომ ამ ორი ქალის გაერთიანება შესაძლოა მისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ასეთ სიტუაციაში კაცი თავს უჩვეულოდ, უხერხულად გრძნობს და ხშირ შემთხვევაში, ქალთან ურთიერთობას წყვეტს. ამიტომაც აუცილებელია ბალანსის, ოქროს შუალედის პოვნა.

7. ნერვიულობა მისი მეორე სახელია - გარკვეული დოზით ნერვიულობა რაიმეზე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი რამაა, თუმცა ზოგიერთი ქალი ზედმეტად ღელავს უმნიშვნელო დეტალებზეც კი, რაც ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს. ასეთმა ქალმა შეიძლება თავის საყვარელ მამაკაცს დღეში უთვალავჯერ დაურეკოს იმის გასარკვევად არის თუ არა ყველაფერი კარგად.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

მსგავსი დამოკიდებულება მამაკაცებისთვის მოსაბეზრებელია. ასეთი ქალებიძალიან მზრუნველები და ყურადღებიანები არიან, მაგრამ მამაკაცები გარბიან მათგან, რადგანაც გრძნობენ, რომ საყვარელი ქალი გამუდმებით აკონტროლებთ.

8. დრამის დედოფალი - ეს ქალები ძალიან ემოციურები არიან და მათთან ურთიერთობა არასოდესაა მარტივი. მათ შეუძლიათუმნიშვნელო მიზეზით ნამდვილი დრამა მოაწყონ. ასეთ ქალებთან ურთიერთობა დამღლელი და ემოციური თვალსაზრისით ძალიან რთულია. 

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

9. ტრენდული ქალი - ეს გოგონები არიან მოდურები და მათ ყველაფერი იციან მოდის შესახებ. იციან რა ჩაიცვან იმისთვის, რომ მიიპყრონ ადამიანების ყურადღება და ყოველთვის სრულყოფილად გამოიყურებიან. ერთადერთი რის გამოც მამაკაცი მათ გაურბის არის ის, რომ ამ კატეგორიის ქალს საყვარელი მამაკაცის სტილის შეცვლაც სურს და უნდა, რომ ტრენდულად აქციოს.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

10. სილამაზის დედოფალი - ტრენდული ქალების მსგავსად ეს გოგონებიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. მომხიბვლელი გარეგნობა შესანიშნავია, მაგრამ მამაკაცები ხშირ შემთხვევაში აღმოაჩნენენ ხოლმე, რომ ამ კატეგორიის ქალებთან საერთო არაფერი აქვთ, ვერ პოულბენ ისეთ თემას, რომელზეც ინტერესით ისაუბრებდნენ და ამგვარი ურთიერთობაც განშორებით სრულდება.

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

და ბოლოს, როგორია ის ერთადერთი ქალი, რომლის გვერდითაც მამაკაცს სურს ცხოვრება?

 ყველა კაცი ერთნაირი არ არის, ყველა კაცი განსხვავდება ერთმანეთისგან და რა თქმა უნდა, საკუთარი განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყო სასურველი ქალი. ერთისთვის კონკრეტული ქალი შესაძლოა ნამდვილი სიყვარული იყოს, მეორე მამაკაცმა კი საერთოდ ვერც აღიქვას იგივე ქალი პოტენციურ პარტნიორად. 

10 ტიპის ქალი, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

მაგრამ ქალი, რომელიც იცინის საყვარელი მამაკაცის ხუმრობებზე, რომელსაც აქვს უნიკალური გემოვნება ხელოვნების, კინოს, მუსიკის თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქვს ბევრი საერთოც საყვარელ მამაკაცთან, ქალი, რომელიც არ არისზედმეტად ეჭვიანი, ზედმეტად ემოციური, რომელიც იჩენს კარგ დამოკიდებულებას საყვარელი ადამიანის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ახერხებს ბალანსის პოვნას, არის ის, რომლისგანაც მამაკაცი არასოდეს გარბის. 



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>