არასასურველი თმის მოშორება მთელ მსოფლიოში როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თმის მოშორების სხვადასხვა მეთოდებს მივმართავთ - ცვილით მოშორების მეთოდს, ლაზერულ ეპილაციას და ა.შ. ყოველივეს საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება.

მიუხედავად ძალისხმევისა, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, მაინც გვტანჯავს კითხვა - რატომ ვერ ვიშორებთ თმას და რატომ არის პროცედურები არაეფექტური.

იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, აუცილებელია გარკვეული საკითხების გათვალისწინება. ვნახოთ 5 მთავარი რამ, რაც ლაზერული ეპილაციის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ:

1. პირველ რიგში, აუცილებელია კარგად უნდა შეისწავლოთ ის აპარატი, რომლითაც ეპილაციას იკეთებთ - მოიძიოთ ინფორმაცია და დარწმუნდეთ მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში. ასევე თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ლაზერული ეპილაციის აპარატი არ არის მაგიური და ერთი პროცედურით ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს და რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

2. გაარკვითე რა ტიპის აპარატით გაკეთებული ეპილაცია იქნება ყველაზე ეფექტური თქვენი კანისთვის - ლაზერული ეპილაცია ყველა ადამიანის კანზე ერთნაირად არ მოქმედებს. გასათვალისწინებელია კანის ფერი, თმის სისქე და ფერი. აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი ლაზერული ეპილაციაა საჭირო ქერა, მოწითალო ფერისა და შავი ფერის თმის მოსაშორებლად. იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი ეფექტი მიიღოთ, უმნიშვნელოვანესია ყოველივეს გათვალისწინება.

3. უნდა გაარკვიოთ გჭირდებათ თუ არა ეპილაციამდე რაიმე მოსამზადებელი პროცედურა - მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ზოგიერთ ადამიანს სჭირდება გარკვეული პროცედურები ლაზერული ეპილაციის გაკეთებამდე.

4. ეპილაციის გაკეთებამდე უნდა იცოდეთ იმ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც შეიძლება პროცედურას მოჰყვეს - დიახ, ლაზერულ ეპილაციას აქვს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველა ადამიანში არ ვლინდება. შესაძლოა, ლაზერულმა სხივებმა სიწითლე დაგიტოვოთ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებლად უნდა შეისწავლოთ თქვენი კანის ტიპი.

5. წინასწარ უნდა იცოდეთ, რა შედეგს უნდა ელოდოთ - ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ სიმართლე - ერთი და ორი პროცედურით თმას ვერ მოიშორებთ. რა თქმა უნდა, პირველივე პროციდურის შემდეგ თმის რაღაც პროცენტი აღარ ამოდის და თმის ღერების სისქეც თხელდება, თუმცა არასასურველი თმისგან გასათავისუფლებლად არაერთი პროცედურა დაგჭირდებათ და ამისთვის წინასწარვე მზად უნდა იყოთ და არ შეიქმნათ ილუზია იმისა, რომ პრობლემა ერთი პროცედურის შემდეგ მოგვარდება.