კონფლიქტის გარეშე, რომ ურთიერთობა წარმოუდგენელია, ვფიქრობთ, დაგვეთანხმებით. გაუგებრობა, უთანხმოება დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზებით ყველა წყვილს შორის ხდება.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ ტესტს, რომელიც ოპტიკურ ილუზიას ეფუძნება და მისი საშუალებით განსაზღვრავენ თუ რის გამო, რა მიზეზით შეიძლება მოგივიდეთ კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან.

შეხედეთ ფოტოს და განსაზღვრეთ - რა დაინახეთ მასზე პირელი შეხედვისთანავე? ახლა კი, მოძებნეთ შესაბამისი პასუხი.

1. თუ ფოტოზე პირველად ჩიტის ბუდე შენიშნეთ - ყველაზე ხშირად თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან ფულის გამო ჩხუბობთ და სწორედ ფულია თქვენი უთანხმოების მთავარი მიზეზი. ეს არ ნიშნავს, რომ ფული თქვენთვის ურთიერთობაში მთავარია, თუმცა მიუთითებს, რომ ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო თავს დაცულად ვერ გრძნობთ.

ფსიქოლოგების განმარტებით, დიდი ალბათობით ასე წარსული გამოცდილების გამო იქცევით. სავარაუდოდ წარსულში სწორედ ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაშორდით საყვარელ ადამიანს და აღარ გინდათ, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს. გირჩევთ, არ განიხილოთ ყველა ადამიანი ერთ ჭრილში. წარსული დატოვეთ წარსულში და ნუ მისცემთ მას ცხოვრების გართულების საშუალებას.

2. თუ ფოტოზე პირველი შეხედვისას ჩიტი, ან ჩიტები შენიშნეთ - პარტნიორთან უთანხმოების მთავარი მიზეზი ეჭვიანობაა. შესაძლოა, თავს ეჭვიან ადამიანად არ მიიჩნევთ, მაგრამ ასე იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ საკუთარ თავს არ უტყდებით. რეალურად კი საყვარელი ადამიანის მეგობრებზეც კი ეჭვიანობთ და არ გინდათ, რომ პარტნიორმა თქვენ გარეშე ერთი ნაბიჯიც კი გადადგას. სწორედ ამის გამო თქვენი ურთიერთობა დაძაბულია და თუ პრობლემას დროულად არ მიხედავთ, შესაძლოა, ურთიერთობა ცუდად დასრულდეს. გაითვალისწინეთ, რომ არავის მოსწონს თავისუფლების შეზღუდვა.

3. თუ ფოტოზე პირველად ქალის სახე დაინახეთ - თქვენ თავდაჯერებული არ ხართ, ამიტომაც ხშირად ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ საყვარელ ადამიანს არ უყვარხართ. თვლით, რომ თქვენი გრძნობა უფრო ძლიერია, თქვენ უფრო მეტად გიყვართ, ვიდრე მას და სწორედ აღნიშნული ხდება კონფლიქტის მთავარი მიზეზი. სცადეთ უფრო თავდაჯერებულები იყოთ. ეცადეთ, დაინახოთ სინამდვილე და დიდი ალბათობით მიხვდებით, რომ თქვენი ეჭვები საფუძველს მოკლებულია.