მაიას ცივილიზაცია ჯერ კიდევ უამრავ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს. წლებია არქეოლოგები და მკვლევარები ცდილობენ შეისწავლონ ეს უძველესი, საიდუმლოებით მოცული კულტურა, იყენებენ ტექნოლოგიურ მიღწევებს, კვლევის თანამედროვე მეთოდებს, თუმცა ბევრი რამ დღემდე ამოუცნობი რჩება.

გავეცნოთ მაიას ცივილიზაციის იმ საიდუმლოებს, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, გიდები არ საუბრობენ.

1. კუკულკანის ტაძარი, ჩიჩენ-იცა - პირამიდას სწორედ ასეთი სახე ჰქონდა 1880 წელს, როცა პირველად აღბეჭდეს ფოტოზე, ის ჯუნგლებში თითქმის მთლიანად დაფარული იყო. კუკულკანის ტაძარი არის 9 იარუსიანი, აქ არის ოთხი კიბე, რომელიც საერთო ჯამში 365 საფეხურს აერთიანებს, რაც წელიწადის დღეების რაოდენობის ტოლია.

შემოდგომაზე ტაძრის ერთ კედელზე 5 საათის შემდეგ ჩნდება დაკლაკნილი გველის ფორმის ჩრდილი. მარტში ჩრდილი უფრო ზემოთ იწევს, სექტემერში კი ქვემოთ ჩამოდის. ეს სანახაობა დაახლოებით სამი საათი გრძელდება და ათასობით ტურისტის ყურადღებას იპყრობს.

მაიას ცივილიზაციის კიდევ ერთი საიდუმლო ამავე პირამიდაშია დამალული - მასში კიდევ ერთი შედარებით პატარა ზომის პირამიდა მდებარეობს და ამ პირამიდაში, მესამე უფრო პატარა პირამიდაა. ხოლო მესამე, ყველაზე პატარა პირამიდაში საიდუმლო ოთახია განთავსებული. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პირამიდის ქვეშ ტბაა. შესაძლოა ეს მაიას საიდუმლო კანიონი იყოს.

ზოგიერთი ტურისტი ამბობს, რომ პირამიდის დათვალიერებისას, პირამიდის შიგნით უცნაური ხმები ისმის. ამბობენ, რომ ეს საიდუმლო ფრინველის ხმაა, რომელიც ადგილობრივ ტყეებში მაიას ტომების დროს იყო. 2006 წელს ტურისტი ამ პირამიდის კიბეებზე დაეცა და ამ შემთხვევის შემდეგ ადამიანებს მხოლოდ მისი გარედან დათვალიერების უფლება აქვთ.

2. ბალანკაჩეს გამოქვაბულები, ჩიჩენ-იცა - აქ 3 000 წლის წინ მაიას ცივილიზაციის წარმომადგენლები რელიგიურ რიტუალებს აღავლენდნენ. 1959 წელს ადგილობრივმა გიდმა, ხოსე უმბერტო გომესმა ერთ-ერთ მღვიმეში შესასვლელი კარი აღმოაჩინა, სადაც მან უძველესი არტეფაქტები და სამეფო ტახტი ნახა.

გამოქავებულების კომპლექსში ერთ-ერთს მაიას სიცოცხლის ხის ოთახს უწოდებენ და ის დანარჩენ მღვიმეებთან შედარებით ყველაზე ცნობილია. აქ თანამედროვე ტექნოლოგიების, 3D ეფექტის გამოყენებით მართლაც საოცარი სანახაობაა შექმნილი.

3. იკ კილის კანიონი - სანამ ჩიჩენ-იცამდე მიხვალთ, იკ კილის კანიონთან უნდა გაიაროთ, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია. ამ კანიონს უძველეს დროში მსხვერპლშეწირვის რიტუალებისთვის იყენებდნენ. 39 მეტრის სიღრმეზე არქეოლოგებმა აქ ადამიანების ჩონჩხი აღმოაჩინეს, ასევე იპოვეს მაიას ტომების უძველესი სამკაულები.

4. კობას პირამიდა - თუ გინდათ, რომ პირამიდაზე ასვლის შესაძლებლობა მოგეცეთ, მაშინ უძველეს კალაქს, კობას უნდა ესტუმროთ. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს 41 მეტრის სიმაღლის პირამიდა, 120 საფეხურიანი კიბით.

თუ პირამიდაზე აძრომას მოახერხებთ, თქვენს თვალწინ უძველესი ქალაქის ულამაზესი ხედი გადაიშლება. როგორც ცნობილია, ეს პირამიდა სასულიერო წინამძღვრის სამფლობელო იყო, სადაც სხვადასხვა რელიგიური რიტუალები სრულდებოდა.

5. უძველესი ქალაქი ტულუმი - ეს არის ქალაქი, რომელიც კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქს გარს გალავანი აკრავს, რომელიც მას დამპყრობლების შემოსევებისგან იცავდა. უძველესი კონტსრუქციების გვერდით აქ არის თეთრი ქვიშით დაფარული ულამაზესი სანაპირო ზოლი, მთელი წლის განმავლობაში კარგი ამინდი, სწორედ ამიტომ, ქალაქი ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს.

6. ჯადოქრის პირამიდა - მაიას ლეგენდის თანახმად, პირამიდა ჯადოქარმა ითზამნამ ერთ ღამეში ააგო. მოგვიანებით კი ის ადგილობრივების ღმერთი გახდა.

7. პალენკის ტაძარი - ეს მაიას ცივილიზაციის კიდევ ერთი პირამიდაა, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლის საფლავზე აუგიათ. მასზე იეროგლიფებით მისი შემოღებული წესებია ამოტვიფრული, თუმცა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული. ტურისტებს პირამიდაში შესვლის უფლება არ აქვთ, თუმცა არსებობს შიგნით გადაღებული ფოტოები, რომლებიც მექსიკის ანთროპოლოგიის მუზეუმშია გამოფენილი.

8. უძველესი ქალაქი იაჩილანი - 1990 წლამდე ამ უძველეს ქალაქამდე მისასვლელად არც საავტომობილო და არც საფეხმავლო გზა არსებობდა. მხოლოდ პატარა ვერტმფრენებით იყო მიღწევა შესაძლებელი, თუმცა შემდეგ მექსიკის ხელისუფლებამ გზა გაიყვანა და ახლა ტურისტებისთვის გაცილებით მარტივია ამ უნიკალური ადგილის ნახვა. აქ ნახავთ დაახლოებით 50 უძველეს ნაგებობას, სკულპტურებს და წარსულში იმოგზაურებთ.

9. ბონამპაკის ფრესკები - ამერიკელმა ფოტოგრაფმა, გაილს ჰილმა 1946 წელს, სრულიად შემთხვევით უძველესი ქალაქი, ბონამპაკი აღმოაჩინა. ბონამპაკი მოხატულ კედელს ნიშნავს. დღეს ეს ადგილი მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული, უნიკალური ფრესკებითაა ცნობილი. ფრესკებზე გამოსახულნი არიან მაიას კანონმდებლები, მოცეკვავეები, მუსიკოსები, აქ ნახავთ ომების სცენებს და ასევე მსხვერპლშეწირვის რიტუალების ამსახველ ფრესკებს.

10. ტიკალის ტაძარი - მაიას უძველესი ცივილიზაციის ქალაქი 1848 წელს აღმოაჩინეს. ამ ქალაქში არის ტაძარი, სადაც 1962 წელს მკვლევარებმა უძველესი კანონმდებლის ნეშტს მიაკვლიეს. აქვე იპოვეს სამკაულები, მარგალიტები და სხვა ძვირფასეულობა.