რა გადავიდა შემოდგომაზე მოდიდან? - 9 რამ, რაც დროა გარდერობიდან მოაშოროთ
- 12.10.2018
ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ არ მისდევენ მოდას და სრულებით არ აინტერესებთ მიმდინარე ტენდენციები, თუმცა რეალურად, უმრავლესობა ყოველთვის თვალ-ყურს ადევნებს მსოფლიო პოდიუმებს და მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს იმას, რასაც დიზაინერები სთავაზობენ.
ტრენდული ქალები წელიწადის ყველა დროს აახლებენ გარდერობს და მას სამოსს, აქსესუარებს, ახალ, მოდურ ნივთებს ჰმატებენ.
ამჯერად გავიგოთ, რა აღარ არის მოდაში 2018 წლის შემოდგომაზე - სამოსი, რომელიც წელს არ გამოგადგებათ.
1. დიდი ზომის შარფები - წინა წლების მთავარი ტენდენცია იყო დიდი ზომის შარფები, რომელიც მხოლოდ ყელს კი არ ფარავდა, არამედ მხრებსაც და სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებას გმატებდათ, მაგრამ ამავდროულად, ის სხეულის ბუნებრივ პროპორციებს გაკარგვინებდათ. წელს ასეთი შარფები ტრენდული აღარ არის. დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ სხეულის სილუეტის გამოკვეთას. მოდაშია ტანზე კარგად მომდგარი სვიტერი, საყელოთი. ე.წ. როლინგები მოდას უბრუნდება.
2. მოდაში აღარ არის ღია ფერის ტანზე კარგად მომდგარი ჯინსი - შემოდგომაზე აქტუალურია მუქი ფერის ჯინსები.
3. ტრენდული აღარ არის სამოსი ყვავილების პრინტით - ასეთი სამოსი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა დროა შეინახოთ. დიზაინერები წელს სადა სამოსზე აკეთებენ აქცენტს. თუ გინდათ, რომ უფრო მოდური ვიზუალი გქონდეთ სხვადასხვა პრინტით გაფორმებულ სამოსს თავი უნდა აარიდოთ.
4. კაბის სტილის პალტო, ან ქურთუკი - შესაძლოა, მსგავსი სტილი არც აქამდე ყოფილა თქვენი ფავორიტი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მოდაში იყო, განსაკუთრებით კი, ევროპულ ქვეყნებში, თუმცა შემოდგომაზე ეს სტილი უკვე აღარაა ტრენდული. მოდაშია სწორი პალტოები. ზოგადად, ტრაპეციის ფორმის, ან გაშლილი სტილის არც კაბებია ტრენდული.
5. მოდაში აღარ არის ბეწვით გაფორმებული სამოსი - გასულ წელს ბეწვით გაფორმებული სამოსი მთავარი ტენდენცია იყო, თუმცა ახლა დაკარგა აქტუალობა. ეცადეთ აქცენტი მაქსიმალურად გააკეთოთ სადა სამოსზე.
6. ლეოპარდის პრინტით გაფორმებული სამოსი - თუ გასულ წლებში ყველაფერს ლეოპარდის პრინტით გაფორმებულს ჩაიცვამდით, ეს ტრენდული იყო, თუმცა ახლა თუკი, დავუშვათ, კაბა გაცვიათ ასეთი პრინტით გაფორმებული უარი უნდა თქვათ იგივე პრინტის ფეხსაცმელზე, ან ქურთუკზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც შეიძლება ნაკლები ლეოპარდის პრინტი.
7. ბადისებრი კოლჰოტი - ასეთი კოლჰოტი მოდაში აღარ არის. ამ შემთხვევაშიც, როგორც ხედავთ, აქცენტი სისადავეზე კეთდება. უპირატესობა, სადა, ჩვეულებრივ კოლჰოტს მიანიჭეთ.
8. მოდაში აღარ არის შარვლები ზოლებით, მოდური აღარ არის სხვადასხვა სტილის კომბინაცია - ზოლებით გაფორმებული შარვლები საოცრად პოპულარული იყო, ასევე პოპულარული იყო სხვადასხვა სტილის კომბინაცია - მაგალითად, კლასიკური და სპორტული სტილის შერწყმა. 2018 წლის შემოდგომაზე ყველაფერი სხვაგვარადაა. ტრენდული ვიზუალისთვის მაქსიმალური სისადავე და მკვეთრად გამოხატული სტილი დაგჭირდებათ.
9. შარვლები უკან ელვა შესაკრავით - ალბათ გახსოვთ „ბალენსიაგასგან“ ამ სტილის შარვლები. მართალია მან საქართველოში დიდად ვერ მოიკიდა ფეხი, თუმცა ევროპასა და ამერიკაში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იყო. ამ სტილმა უკვე დაკარგა აქტუალობა და შეგიძლიათ თამამად დაუბრუნდეთ ჩვეულებრივი, ტრადიციული სტილის შარვლებს.
თემები: ტანსაცმელი, ტრენდი, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია