სტილი

ქალაქური მოდის მთავარი ტრენდები - აირჩიე შენი განწყობის 3 სტილი

ქალაქური მოდის მთავარი ტრენდები - აირჩიე შენი განწყობის 3 სტილი

შემოდგომა, ახალი სეზონი - ეს აუცილებელი მიზეზია გადახედო საკუთარ გარდერობს. მითუმეტეს რომ აქტუალური საშემოდგომო ტრენდები საშუალებას აძლევს ქალებს იყვნენ მოდურები.

1. მტაცებლური სტილი

თუ საღამოს ბარებში სიარულს, სახლში მყუდროდ ყოფნა გირჩევნია, თუ არ ურიგებ საკუთარი ტელეფონის ნომერს უცხო მამაკაცებს, ესე იგი, ამ შემოდგომას იოლად ვერ გახვალთ ლეოპარდის პალტოს გარეშე. ის სეზონის ერთ-ერთი მთავარი შენაძენია და ევროპული მოდის კვირეულებზე ფავორიტად აღიარეს. მეორეც, შენი სითამამისა და დამოუკიდებლობის თავისებური სიმბოლოა.

ქალაქური მოდის მთავარი ტრენდები - აირჩიე შენი განწყობის 3 სტილი

იმისათვის რომ ახალი შენაძენი არ დარჩეს კარადაში ჩამოკიდული, წინასწარ მოიფიქრე, რასთან ატარო. ამ სეზონზე მტაცებლურ პრინტს მწვანე კაბებს, შარვლებსა და ქვედაბოლოებს უხამებენ, ხოლო მის აგრესიულობას ღია ფერის სვიტრებით, პერანგებითა და ტოპებით არბილებენ.

2. ნაზზე უფრო ნაზი

2018 წლის შემოდგომაზე რომანტიკულ გოგონებს არ ესაჭიროებათ რაიმე ახლის ძებნა - საკმარისი იქნება ნაზი სტილი პასტელის ტონებში. ზეფირის ტონალობები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ითვლებოდა პოდიუმის ტრენდად, დღეს სრულიად მოიცვა ქალაქის ქუჩები და შემოდგომის პალიტრის სრულუფლებიან ნაწილად იქცა. გინდა გამოიყურებოდე მოდურად და ამასთანავე ქალურად? - უარი თქვი ჩვეულ მუქი ფერის ქურთუკებზე და სწორი სილუეტის კაპიუშონიან პალტოებზე.

ქალაქური მოდის მთავარი ტრენდები - აირჩიე შენი განწყობის 3 სტილი

არჩევანი კი ნაზ ვარდისფერ წელში გამოყვანილი პალტოზე შეაჩერე. სტილს დაუმატე რბილი ღია ფერის ქვედაბოლო და თეთრი ბლუზა. ზედმეტად საზეიმოდ რომ არ გამოიყურებოდე, უარი თქვით წვრილქუსლიან ბოტილიონებზე, თეთრი ან ვერცხლისფერი კედების სასარგებლოდ.

3. ქალის საქმე

მადლობა ჰოლივუდის ფემინისტ ქალებსა და ინსტაგრამის ცნობილ სახეებს - ახლა უკვე არავინ რისკავს უწოდოს კარიერასა და ბიზნესს „არაქალური საქმე“, საქმიან სტილს კი - მცდელობა „ითამაშო მამაკაცების ტერიტორიაზე“.

ქალაქური მოდის მთავარი ტრენდები - აირჩიე შენი განწყობის 3 სტილი

ასე რომ, თუ ქვედაბოლოებსა და ქუსლებს, მოხერხებული ლოფერები და მკაცრი შარვალი გირჩევნია, უარი არ უთხრა საკუთარ თავს. მაგრამ - თუ აირჩიე საქმიანი სტილი შარვლით და თეთრი სწორი პერანგით, უარი თქვი სრულ მონოქრომზე და დაუმატე სტილს მწვანე ან ღვინისფერი რბილი ჩანთა-თოფრა.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>