1. უარი სოციალური ქსელებზე
ერთ-ერთი მიზეზი ამ დაუწერელი აკრძალვისა ისაა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს სოციალურ ქსელში გამოჩენის უფლება არ აქვთ.
2. აკრძალვა სელფზე
მეგანს ახლა უკვე სელფის დავიწყებაც მოუწევს, მათ შორის სხვა ადამიანებთანაც, - დედოფალს არ მოსწონს ეს. ამბობენ, რომ პრინცი ჰარის ბებია თვლის სელფის „უცნაური“ რამეა.
3. არანაირი ავტოგრაფი
ბრიტანელი სამეფო ოჯახი სიამოვნებით ურთიერთობს თავის თაყვანისმცემლებთან, მაგრამ ავტოგრაფებს, სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად, არ იძლევა, - და ეს ისევ უსაფრთხოების მიზნით, ხელმოწერის გაყალბება ხომ ძალიან ადვილია.
4. შეზღუდვები ტანსაცმელსა და მაკიაჟში
სამეფო ოქმის მიხედვით ხალხში ღირსეულ ფორმაში უნდა გამოჩნდნენ, თანაც ის არეგულირებს ისეთ დეტალებსაც კი, როგორიც არის ფრჩხილების ლაქის ფერი. ზედმეტად მუქი ან „მყვირალა“ ლაქი, ასევე გრძელი ხელოვნური ფრჩხილები „ვულგარულად“ითვლება.
5. გრძნობების საჯარო გამჟღავნება არასასურველია
მაგალითად, უილიამი და ქეითი საერთოდ არ ეხებიან ერთმანეთს - ასე უწესებს მათ სამეფო ოქმი. რა თქმა უნდა, მასში გათვალისწინებულია გამონაკლისებიც: საქორწინო კოცნა, ნიშნობის ან ბავშვის დაბადების ფოტოსესიები.
6. არჩევნებზე ხმის მიცემის შეუძლებლობა
თუმცა არ არსებობს კანონი, რომელიც აუკრძალავდა სამეფო ოჯახის წევრებს ხმის მიცემას, ცნობილია, რომ მათ ურჩევნიათ არ გააკეთონ ეს, რათა არ დაადანაშაულონ ისინი კანდიდატების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში.
7. ანგლიკანურ სარწმუნოებაზე გადასვლა
კიდევ ერთი რამ, რისი გავლაც მოუწია პრინცის საცოლეს, - უარი საკუთარ სარწმუნოებაზე და გადასვლა ანგლიკანურში, რადგან სამეფო ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება დაქორწინდნენ სხვა სარწმუნოების ადამიანზე.
8. უარი სამსახიობო კარიერაზე
სამწუხაროდ, ვეღარ ვიხილავთ მეგან მარკლს ეკრანზე, ასეთი სამუშაო ხომ შეუფერებელია მისი ახალ ცხოვრების სტილსა და მოვალეობებთან, რომლებიც მან უნდა შეასრულოს.
9. მარტო გადაადგილება ჯობია დაივიწყო
საეჭვოა ვიხილოთ იოგაზე მიმავალი მეგანი ან უბრალოდ მარტო, სეირნობის დროს, როგორც ადრე. ახლა მას ყველგან მცველები დაყვებიან.
10. ყოველ შობას მოუწევს დედოფალთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გაატაროს
ტრადიციის მიხედვით ყოველ შობას სამეფო ოჯახი ნორფოლკში სანდრინგემის სასახლეში ატარებს, სადაც ყველა ერთად ესწრება სადღესასწაულო წირვას წმინდა მარია მაგდალინას ადგილობრივ ტაძარში.
თემები: ქალები, პრინცესები, სამეფო, მეგან მარკლი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>