თუ შენზე შეყვარებულია კარგი პიროვნება - ძალიან გინდა შეინარჩუნო მისი სიყვარული და გრძნობა უფრო გააძლიერო. როგორ გააკეთო ეს? - მოდით, ვკითხოთ მამაკაცებს, რა აიძულებთ მათ შეიყვარონ რჩეულები ახალი ძალით?
1. როცა შეგიძლია გააცინო ის. მერლინ მონრომ ერთხელ თქვა: „თუ ქალის გაცინება შეძელი, ესე იგი შეგიძლია აიძულო გააკეთოს ყველაფერი, რაც გინდა“. იგივე ეხება მამაკაცებსაც. რა თქმა უნდა, ზოგიერთები ისედაც ატარებენ მამაკაცებს თავის ნებაზე, მაგრამ თუ ისინი ამასთანავე უფრო მხიარულები იქნებიან - ეს უფრო ჰუმანურია.
2. როცა ჩაგეძინება მის მხარზე. ეს პუნქტი თამამად შეიძლება ჩავრთოთ „ტოპ-ხუთეულში, რომლებსაც ბიჭები დაარქმევდნენ „საყვარელი“.
3. როცა უბრუნებ ცივ საღამოს ნათხოვარ ჯემპრს, და არ იტოვებ შენთვის. ის, ვისაც შეუძლია დაბრუნება - სიყვარულის ღირსია.
4. როდესაც იღვიძებს შუაღამით შენს გვერდით, წევს, ტკბება შენი ყურებით და ხვდება, როგორ გაუმართლა. ის ამას უფრო ხშირად აკეთებს, ვიდრე შენ გგონია, მაგრამ მერე ისევ ჩაეძინება, დილით კი შენ იღვიძებ და იმიტომ ბრაზობ, რომ მას ჯერ კიდევ სძინავს.
5. როცა პირველად ხართ ერთად ლოგინში მთელი დღის მანძილზე. იმიტომ რომ, თუ შეძელით 24 საათის გატარება ერთად და არ მოიწყინეთ, ესე იგი თქვენ არამყარი ურთიერთობებიდან გადახვედით სერიოზულ ურთიერთობებში. იქნებ, ამ მომენტში ის პირველად ხვდება, რომ უყვარხარ.
6. ყოველთვის, როცა ხვდებით ერთმანეთს ხანგრძლივი დაშორების შემდეგ. განშორება უფრო ტკბილს ხდის შეხვედრებს. ეს სიმართლეა.
7. როცა მიგყავს ის გასაგიჟებელ ორგაზმამდე. ამბობენ, რომ გზა მამაკაცის გულთან კუჭზე გადისო. მაგრამ სხვა გზითაც შეიძლება მისვლა.
8. თუ გვერდით ხარ იმ მომენტში, როცა ყველაზე ძალიან სჭირდები. რაც არ უნდა მოხდეს: დაკარგა სამსახური, ან წააგო მისმა საყვარელმა გუნდმა, ის მადლიერი იქნება შენი მხარდაჭერით, თუნდაც შენ ვერ ხვდებოდე, რა არის აქ სანერვიულო.
9. პირველი ჩხუბის შემდეგ. წყვილების უმეტესობას აქვს ხოლმე მომენტი, როცა დგება საკითხი, ღირს თუ არა ურთიერთობების გაგრძელება. თუმცა კამათი უსიამოვნოა, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ორივე მზად ხართ იბრძოლოთ თქვენი კავშირის გამო და ცდილობთ გაუგოთ ერთმანეთს, მხოლოდ აძლიერებს მის გრძნობებს შენდამი.
10. ყოველთვის, როცა ერთ-ერთი იმ იდეალური დღეებიდან გაქვთ, რომელთა გამოც საერთოდ ღირდა ურთიერთობების დაწყება. ყველას ეს სხვადასხვანაირად გამოსდის: ვიღაც სასეირნოდ მიდის პარკში, ვიღაც მთელი დღე დივანზე ჩახუტებული უყურებს ფილმებს. ასეთი დღეები მეხსიერებაში რჩება, როგორც ფოტოალბომში, და ეს მოგონებები უთბობს მას გულს, როდესაც შენზე ბრაზდება.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ჯანმრთელობა, ქალები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია